აფხაზი შემოქმედის პოეზიის საღამო არტ-გალერეაში (ვიდეო)
17:30 / 26.09.2017
ზუგდიდის არტ-გალერეაში აფხაზი პოეტის ნიკა ბაძაღუას პოეზიის საღამო
გაიმართა. ახალგაზრდა შემოქმედმა საკუთარ ქართულ და აფხაზურ ლექსებთან
ერთად მის მიერ ქართულიდან აფხაზურ ენაზე ნათარგმნი ლექსებიც
წაიკითხა.
შეხვედრის ორგანიზატორის ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის მერაბ
ჩუხუას თქმით, ზუგდიდში აფხაზი პოეტის საღამოს გამართვა უნიკალური
ფაქტია და მას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება.
„სასიხარულო იყო, რომ აფხაზეთიდან გამოგვეხმაურა პოეტი, რომელმაც
აღიარება მოიპოვა და გახდა პოპულარული. მნიშვნელოვანია, რომ ნიკა
დაგვთანხმდა ზუგდიდში პოეზიის საღამოს ჩატარებაზე. ნიკამ ანაკლიაში
ჩატარებულ კავკასიური პოეზიის ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა.
პოეზიასა და კულტურას არ უნდა ჰქონდეს საზღვრები“, - აღნიშნა
ჩუხუამ.
შემოქმედებით საღამოს კულტურის სფეროსა და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები