ახალი ამბები
წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილებს ზუგდიდში 16 ნოემბერს ჩამოაბრძანებენ
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მესტიიდან ზუგდიდში 16 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში ჩამოაბრძანებენ. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის მამა დიმიტრი ვეკუას თქმით, სიწმინდეს სასულიერო პირები და მრევლი ჯვარში დახვდება.

„სიწმინდე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო მშენებარე ტაძარში დაბრძანდება. მორწმუნეებს მისი მოლოცვის საშუალება ოთხი დღის განმავლობაში ექნებათ“, - აღნიშნა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელს საქართველოში მოგზაურობს.

წმინდანად შერაცხული დედოფლის ნეშტის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში სექტემბერში ჩამოასვენეს. ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, უზრუნველყოფენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, კახეთის დედოფალი ქეთევანი შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს.მას შემდეგ, რაც დედოფალმა სარწმუნოების შეცვლაზე უარი თქვა, წამებით მოკლეს. მისი ნეშტი პორტუგალიელმა მისიონერებმა მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში, ალავერდის ტაძარში ჩამოაბრძანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი დაიკარგა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანსა და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტრის განადგურების შემდეგ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათივე ინფორმაციით, აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ ძვლები ქართული წარმოშობის იყო.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.