ყულიშკარის წმინდა გიორგის ტაძარში მამა სერაფიმემ იგალობა (ვიდეო)
17:14 / 23.11.2017
სოფელ ყულიშკარში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. მან
მრევლს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის
მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სულით და გულით მინდა, რომ მოგილოცოთ ეს დღესასწაული. მოგეხსენებათ,
რომ ამ დღეს სრულიად საქართველოში აღნიშნავენ. ეს დღე თითოეული
ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, რამეთუ წმინდა
გიორგისაგან ველოდებით შემწეობასა და თანადგომას. წმინდანს
უპირველესად შევთხოვთ საქართველოს გამთლიანებას“, - აღნიშნა მან.
ტაძარში მისულ მრევლს საშუალება ჰქონდა მამა სერაფიმეს გალობა არამეულ
ენაზე მოისმინა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა მოწამის დღეს. ვულოცავ ჩვენს
ზუგდიდელებს“, - თქვა მამა სერაფიმემ.
მამა სერაფიმე წარმოშობით ისტორიული მესოპოტამიიდანაა და მშობლიური
ენა არამეულია. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის
ლოცვა–კურთხევით, მას დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი
პატრიარქმა იგი, როგორც სულიერი მამა, საქართველოს ასირიელ
მოსახლეობას წარუდგინა. მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი
მართლმადიდებელი ბერ–დიაკვანია საქართველოში, რომელიც წირვა-ლოცვას
არამეულ ენაზე აღევლენს.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ ზეიმობენ: 23 ნოემბერს -
მისი ბორბალზე წამებისა და 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები