რეგიონი
რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში შესვლა ფასიანი გახდება
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ადმინისტრაციამ საავადმყოფოს ეზოში ფასიანი პარკირების ადგილის მოწყობა დაიწყო. შესასვლელთან ბანერი წარწერით, „შესვლა ფასიანია“ უკვე დამონტაჟდა. ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას თქმით, გადახდის სისტემა ჯერ არ არის ამოქმედებული, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

„ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ სადგომზეა საუბარი, რადგან გარკვეული რაოდენობა თანამშრომლებს ეკუთვნით. რაც შეეხება ფასებს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ეს შეიძლება იყოს ერთი ან ორი ლარი. მანქანის გაჩერება ფასიანი არ იქნება პაციენტებისთვის, ისინი შემოსასვლელთან აიღებენ სპეციალურ საშვს, რომელსაც გასვლისას დატოვებენ. ხოლო სხვა დანარჩენისთვის ეზოში შემოსვლა და მანქანის დაყენება ფასიანი გახდება“, - განმარტა ნიკა ჭეჟიამ.

გარდა ამისა, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფასიან სადგომს „თაუნ პარკიც“ მოაწყობს. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ ზუგდიდის წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით პირდაპირი განკარგვის წესით კომპანია „თაუნ პარკს“ 10 წლის ვადით გადაეცა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.