რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი დაიოტბორა. მოვაჭრეების ინფორმაცით, მათ მუშაობის საშუალება რამოდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდათ. მათი თქმით, ეს პირევლი შემთხევა არ არის და დახმარებას ბაზრის ადმინისტრაციისგან ითხოვენ. ადგილზე საზანძრო-სამშველო და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოახერხეს. 

„წყალსაწრეტი მილი ვიწროა და წყალს არ ატარებს. მოვიდნენ ზედამხედველობიდან, წყალკანალიდან და სამაშველოდანაც, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. თვითონ ბაზრის დირექტორმა გვითხრა, რომ ის ტერიტორია მას არ ეკუთვნის და კერძო მესაკუთრეები ჰყავს. ეს დღეები წვიმიანი ამიდებია და გამოდის, რომ  საახალწლოდ ვიმუშავებთ“, - ამბობენ მოვაჭრეები. 

ბაზრის დირექტორის გია კანკიას თქმით, აღნიშნული ტერიტორია მის საკუთრებაში არ არის და მისი გაწმენდა არ ევალება.

„მე როცა მჭირება ვიძახებ მანქანას და ვაწმენდინებ ჩემს ტერიტორიაზე არსებულ კანალიზაციას, მაგრამა მთელ ბაზრის კანალიზაციას მე ვერ გავწმინდავ, მითუმეტეს, მას ყავს კერძო მესაკუთრეები.  როგორც მოვაჭრეებმა მითხრეს, მესაკუთრეებმა უკვე დარეკეს ფოთში და გამოიძახეს სპეციალური მანქანა, რომელიც ერთია რეგიონში“, - აღნიშნა კანკიამ. 

მოვაჭრეები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილებზე დღეში 10 ლარს იხდიან და პრობლემის მოგვარებას დროულად ითხოვენ. ამ დროსითვის მოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.