რეგიონი
მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ მისი შვილი ბაღში საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს და ღონისძიებას ჩაკეტილ კარს მიღმა, ჭუჭრუტანიდან ადევნებდა თვალს. მისი მტკიცებით, ფაქტს ბაღის აღმზრდელებიც შეესწრნენ. მას ჯერჯერობით მედიაში ვინაობის გავრცელება არ სურს.

რადიო „ათინათი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ვარ აღშფოთებული და სრულიად კოლაფსირებული როგორც დედა... დღეს ჩემი 4 წლის გოგონა გახდა უვიცი, უზნეო და ბეცი "ვაი-პროფესიონალების" დისკრიმინაციის მსხვერპლი.... მას შეუზღუდეს გართობის, სიცოცხლით ტკბობის, სიამოვნების უფლება, თანატოლებთან ერთად ახალი წლის ზეიმზე მონაწილეობის/დასწრების უფლება, მას ჩაურაზეს ის კარები, რომლიც მიღმაც მისი ბავშვობაა, მისი მომავალია, მისი კეთილდღეობაა, ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა..... ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან.... (დავიბენი, ფოტო უნდა გადამეღო, როგორ ვერ ვაცილებდი კარებს და როგორ იდგა გამოპრანჭული გოგო, თავზე "ფერიას გვირგვინით") და ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა.... გამგემ ჩაკეტაო.... და ბოლოს მოვალეობის მოხდის მიზნით თოვლის პაპამ ნაჩქარევად "მოგვიგდო" საჩუქარი.... მე მყავს 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის არ მივცემ... #არშეუზრუდოთბავშვსბავშვობისუფლება" - წერს ის.

აღნიშნულმა პოსტმა სოციალურ ქსელში აღშფოთება გამოიწვია. მომხმარებლები დედას მხარდაჭერას უცხადებენ. 

თავად მშობელი რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ ის სამსახურდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა სურს, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს და ზომები შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ.

„ჩემი თვითმიზანი არ არის ვინმეს გაშვება, ეს ნამდვილად არ მსურს. მინდა, რომ სპეციალური განათლების საჭიროების მქონე ბავშვების საკითხისადმი მიდგომა უფრო პროფესიონალური იყოს. ჩემი ქალიშვილის სპეცჯგუფში სწავლობს. მასთან ბავშვები ხან აქეთ შემოჰყავთ, ხან იქეთ გადიან. ამ ბაღში ასეთი სულ სამი ბავშვია და არცერთი მათგანი ღონისძიებას არ დასწრებია“, - აღნიშნა მან.



რადიო „ათინათი“
ქალაქ ზუგდიდის ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელს ელისო ყალიჩავას დაუკავშირდა, რომელმაც ტელეფონი იქვე მყოფ ბაღების გაერთიანების ფსიქოლოგს თამარ ბებიას გადასცა. ბებიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ დროს იქ იმყოფებოდა, თუმცა კატეგორიულად უარჰყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვი ზეიმზე არ შეუშვეს და მომხდარს გაუგებრობას უწოდებს. ასევე, ამბობს, რომ სპეციალური საჭიროებების მქონე სამივე ბავშვი სხვა ღონისძიებას უნდა დასწრებოდა.

„ეს ბავშვი გარიყული ნამდვილად არ ყოფილა, მშობელმა გაიგო არასწორად. კარი ჩაკეტილი ნამდვილად იყო და გასაღები როგორც კი ვიპოვე, მე თვითონ გავაღე“, - ამბობს ბებია.

ფსიქოლოგმა დაადასტურა, რომ კარები ნამდვილად ზეიმის დასასრულს გაიღო, თუმცა ამბობს, რომ ბავშვმა ოთახში შესვლა თავად არ ისურვა.

„მას აქვს უცხო ადამიანების შიში და ამიტომაც თავად არ ისურვა შემოსვლა. ჩვენც არ დაგვიძალებია“. 

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ მოანდომეს გარკვეული დრო გასაღების პოვნას, ის გვპასუხობს, რომ სხვადასხვა ღონსიძიების გამო მარტივად ვერ იპოვიდა.

რაც შეეხება მშობლის პოზიციას, ფსიქოლოგი თვლის, რომ „ცოტა გადაჭარბებულია“.

რადიო „ათინათი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.