„ალილო“ - ტრადიციული საშობაო მსვლელობა ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
14:18 / 07.01.2018
ზუგდიდში ტრადიციული საშობაო მსვლელობა 12 საათზე ვლაქერნის
ღვთისმშობლის ტაძრიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეებს შორის
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, სასულიერო პირები და
მრევლი იყო. მათ „ალილოს“ გალობით გზა მშენებარე ტაძრამდე გაიარეს.
მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა მეუფე გერასიმემ და ქვეყანას
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უსურვა.
„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა,
ვუერთდებით ანგელოზთა გალობას. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,
ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გისურვებთ
ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ამინ“, - განაცხადა
მეუფემ.
გზადაგზა მსვლელობას მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები შეურთდნენ. მათ ალილოს მონაწილეებს საშობაო ძღვენი
გადასცეს, რომელიც სპეციალურად მოწყობილ ურემზე დაალაგეს. საშობაო
საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.
„გილოცავთ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაულს. წარმატებისა
და გამთლიანების წელი ყოფილიყოს“, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერმა ლაშა გოგიამ.
მსვლელობა ზუგდიდის მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვით დასრულდა.
"ალილოს" ტრადიცია 2001 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის
კურთხევით აღდგა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები