ახალი ამბები
ჭითაწყარში ავტოავარიის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში საავტომობილო გზაზე მოძრაობა ავტოავარიის გამო შეფერხებულია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ერთმანეთს სამი, მათ შორის ერთი სატვირთო, მსუბუქი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. 



დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას ცნობით, საავადმყოფოში სამი მგზავრი შეიყვანეს, ორ მათგანს გარეგანი დაზიანებები აღენიშნება, მესამეს კი გამოკვლევები უტარდება.



ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად, ზუგდიდის მიმართულებით არის შესაძლებელი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია, ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.