რეგიონი
2 წელი პირობითი მსჯავრი ადევნების ბრალდებით - პრეცედენტი ზუგდიდში
ადევნების ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გასული წლის ივნისში აღიძრა. მას რაიონულმა სასამართლომ პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული ბრალდებით პირის დაკავების პრეცედენტი ზუგდიდში დაფიქსირდა.

მსჯავრდებულს მსხვერპლმა კანონის ძალაში შესვლიდან ერთ თვეში უჩივლა. მის წინააღმდეგ საქმე 151-ე პრიმა მუხლით აღიძრა რაც, განისაზღვრება როგორც პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული, ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას. 

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ნაცნობი მამაკაცი მას 5 წლის განმავლობაში აწუხებდა. მისივე თქმით, არასასურველი კომუნიკაცია სატელეფონო ზარებში, ქუჩაში ადევნებითა და ფარული თავლთვალით გამოიხატებოდა.

„ის რამდენიმე წლის წინ შემთხვევით გავიცანი. ამის შემდეგ მირეკავდა, მწერდა... ჩემი უარის მიუხედავად თავს არ მანებებდა. როდესაც უკვე კატეგორიულად მოვთხოვე ჩემთვის თავი დაენებებინა, ის უფრო აგრესიული გახდა, მოდიოდა ჩემს საცხოვრებელ სახლთან, როცა მოესურვებოდა. მხვდებოდა ქუჩაში, სკოლაში, ყველგან, სადაც მივდიოდი, დამდევდა მანქანით. სკოლიდან მომავალ ჩემს შვილს და დედას ხვდებოდა, მლანძღავდა მათთან.  გარდა ამისა, დედაჩემსაც უგზავნიდა შეტყობინებებს”, - ამბობს ის.



40 წლამდე ასაკის ქალი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო ის საზოგადოების მხრიდან ნეგატიურ განწყობას გრძნობდა, რადგან ოჯახის წევრები,  მეზობლები და მეგობრები მომხდარში მას ადანაშაულებდნენ.

„ყველა ჩემკენ იშვერდა თითს. ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე და ქალაქიდან წასვლაზე. ერთ დღესაც შემთხვევით გავიგე, რომ ადევნება და თვალთვალი შეიძლება დასჯადი ყოფილიყო. მაშინ ეს კანონი არ მოქმედებდა, როგორც კი შემოვიდა ძალაში, პროკურატურას მივმართე განცხადებით, თავიდან იმდენად არ მქონდა იმედი, რომ ამას რამე სახის რეაგირება მოჰყვებოდა, თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ თავიდან დავიბადე”, - თქვა მან.

ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლევან სალიას ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო და მას 2 წელი პირობით მსჯავრთან ერთად მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.



„ჩვენი მხრიდან რეაგირება მყისიერი იყო. საქმეზე გამოძიება დაიწყო და სასამართლო გასული წლის ნოემბერში დასრულდა. პირი საქმის აღძვრიდან მალევე დააკავეს. მსჯავრდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით რამოდენიმე თვე წინსწარ პატიმრობაში გაატარა. მას სასამართლომ დაზარალებულთან მიახლოება, სატელეფონო ზარები თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით კონტაქტის დამყარება აუკრძალა. ამასთან, მას დაზარალებულის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლებაც არ აქვს”, - აღნიშნა სალიამ.

პროკურატურაში რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ მსგავს შემთხვევებში მთავარი პრობლემა მოქალაქეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის უნდობლობაა, რის აღდგენაშიც მათ ხელს კოორდინატორები უწყობენ.



„პროკურატურას ჰყავს გამოცდილი კოორდინატორები, რომელებიც ამავე დროს არიან ფსიქოლოგებიც. ისინი მიდიან დაზარალებულებთან, აწვდიან ინფორმაციას მათ საკუთარი უფლებების შესახებ. აღნიშნული ინსტიტუტი სამართალდამცავებსა და დაზარალებულებს შორის ნდობის აღდგენას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - თქვა ლევან სალიამ.

2017 წლის მაისში სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და ადევნება დასჯადი გახდა. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ - ჯგუფურად, არაერთგზის ან და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.