გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს (ვიდეო)
11:06 / 22.01.2018
ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეების
ნაწილი ვაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვს. ისინი ამბობენ,
რომ მათ მერიის
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება უკვე
მიიღეს და მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა 20 იანვრამდე
შეეძლოთ.
„სხვა შემოსავალი არ გვაქვს, ვაჭრობით ვირჩენთ თავს. ვითხოვთ, რომ
მოგვცენ აქ მუშაობის უფლება“, - აღნიშნეს გარემოვაჭრეებმა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის განმარტებით,
გარემოვაჭრეების ნაწილმა, გაფრთხილების შესაბამისად, უკვე დატოვა
ტერიტორია და ბაზრის შიგნით, შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში შევიდა
სამუშაოდ.
„კანონის წინააღმდეგ ვერავინ წავა. ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი
წერილობითაც და პირადადაც, რათა გაგებით მოკიდებოდნენ. დღეს გვაქვს
მერიაში თათბირი და შემდეგ უკვე უფლებამოსილები ვიქნებით, რომ
ტერიტორია გავასუფთაოთ. ისინი ამის შესახებ დაუწყებულნი არიან, რომ არ
უნდა დატოვონ საკუთარი ნივთები იქ“, - უთხრა
რადიო„ათინათს“
ჯაიანმა.
მისივე მტკიცებით, მათთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატიული
ფართი, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ
ვაჭრობას, შემდეგ კი ყოველდღიური გადასახადი, სავარაუდოდ, 3 ლარის
ოდენობით დაეკისრებათ.
თავის მხრივ, გარემოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ შემოთავაზების
შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს არ დასთანმხდებიან, რადგან მათ ადგილის
ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30
დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე
ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების
განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა,
გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდება.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები