ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილი ქუთაისში გაემგზავრა (ვიდეო)
12:16 / 07.02.2018
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეების
ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში გაემგზავრა. ისინი პარლამენტთან
აქციის
გამართვას აპირებენ. მათივე თქმით, ოფიციალური წერილი უკვე გაგზავნილი
აქვთ, რომელსაც ქუთაისში კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. გარემოვაჭრეები
მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი კონსტრუქციის მოწყობას
და ალტერნატიულ ფართზე გადასვლამდე მუშაობის გაგრძელებას ძველ
ტერიტორიაზე ითხოვენ.
“შევაგროვეთ ფული და ვიქირავეთ ტრანსპორტი ქუთაისში წასასვლელად. იმ
კონსტრუქციების მოწყობას, რომელსაც გვპირდებიან, ორი თვე მაინც
დასჭირდება. ვითხოვთ დროებით ძველ ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას", -
ამბობენ ისინი.
გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებით აქციებს, ერთ კვირაზე
მეტია, მართავენ. ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებზე
უარს ტარიფებისა და ადგილების არასაკმარისი რაოდენობის გამო უარს
ამბობენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები