ახალი ამბები
ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა (ვიდეო)
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობის მუშაობის 100 დღე შეაჯამეს. ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის თითქმის არ უმუშავია.

ბრიფინგზე წითლიძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მერიაში, საკრებულოსა და აიპი-ებში დასაქმებულთა რაოდენობაზე, რომელიც, მისივე მტკიცებით, 500-ით გაიზარდა, გარდა ამისა, მან სახელფასო ფონდზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საჯარო მოხელეთა ხელფასმა მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა მაშინ, რომცა ბიუჯეტში სოციალურად დაუცველებისთვის 108 ათასი ლარია გამოყოფილი, ეს კი თითეულ მათგანზე 96 თეთრია.

ანა წითლიძემ საკრებულოში შექმნილ ფრაქციებსა და მათ ხელფასებსაც გაუსვა ხაზი.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ენმ-ში ყურადღება გაამახვილეს, პარკირების პრობლემაა. წითლიძის თქმით, თაუნ პარკთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ ბიუჯეტმა 70 000 ლარით იზარალა, ამასთან, კომპანიას მოწესრიგებული არა აქვს გადახდის სისტემა და პარკირება. წითლიძის განმარტებით, ამ თანხით ახალი მუნიციპალიური ტრანსპორტის პრობლემის მოგავრება იყო შესაძლებელი.



ანგარიშში მოხვდა ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელთა არ ჩატარების გამო, ოპოზიციის მტკიცებით, განადგურებულია ინფრასქტრუტურა და 3000- 5000-მდე სამუშაო ადგილი გაუქმდა. მეორე მხრივ, მათივე მტკიცებით, შპს „ანაკლია-განმუხურის“ შენახვა, რომელიც უფუნქციოა, ბიუჯეტს 250 ათასი ლარი უჯდება.
ოფისში დღესვე ზუგდიდის მე-2 და მე-4 საჯარო ბაღების მშენებლობის პროცესის შეჩერებაზეც ისაუბრეს, რამაც მათივე თქმით, ბიუჯეტი 150 ათასი ლარით აზარალა.

„ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა სულ 57 ინიციატივა რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებებს ეხებოდა. სამწუხაროა, რომ არცერთი ჩვენი ინიციატივა, რომელიც შეეხებოდა ზუგდიდელებისთვის სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას არ გაითვალისწინა. თვითმმართველობის ამ ასმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ხელისუფლების ინტერესი არა მოსახლეობაზე ზრუნვა, არამედ მათი პირადი კეთილდღეობაა“, - თქვა წითღლიძემ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თქვა, რომ თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ, ფრაქციამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა.




„გაერთიანების შემდეგ სულ 61 ადამიანი დარჩა მერიის გარეთ, ააიპ-დან კი 50-მდე გათავისუფლდა. არასწორია ინფორმაცია ასევე „თაუნ პარკთან“ დაკავშირებით. მან გადაიხადა დავალიანებაც და ჯარიმაც. თუკი დაარღვევს ხელშეკრულებულას და არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ხელშეკრულება ავტომატურად გაუუქმდება“, - აღნიშნა გოგიამ.

შპს „ანაკლიასა და განმუხუთან“ დაკავშირებით კი მერმა განმარტა, რომ შპს-ის ფუნქცია აღნიშნულ ტერიტორიეაზე არსებული ინსფრაქტურქტურისა და ქონების მოვლა-პარტონობაა, რაც საკმაო დიდ რესურსებს მოითხოვს.
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომებრს ჩატარდა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.