ახალი ამბები
ბოკერია კორცხელის ინციდენტზე: არ ვიცი, ვინ დაარტყა ნიკა მელიას
ე.წ. კორცხელის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები ირმა ნადირაშვილი, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.

ნადირაშვილის ჩვენების მიხედვით, მას დეტალურად არ ახსოვს, თუ რა მოხდა 2016 წლის 22 მაისს კორცხელში, თუმცა აღნიშნა, რომ მას მოსალოდნელი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

„ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მივედი საარჩევნო უბანზე. იქ იყვნენ, როგორც ჩვენი, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. დაძაბულობა შეინიშნებოდა... ნიკანორ მელიამ მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. სიტუაცია უცბად დაიძაბა, მათ შორის შელაპარაკება მოხდა და ნიკა მელიას დაარტყეს“, - აღნიშნა სასამართლო პროცესზე ნადირაშვილმა.

პროცესის შემდეგ რადიო „ათინათს“ ნადირაშვილმა უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროცესი გაჭიანურებულია. მისი თქმით, „დაჯგუფებას“, რომელიც კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდა, ამჟამინდელი თბილისის მერი კახი კალაძე მფარველობს.

„ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა შედეგიც დადგება, იმის მიხედვით გავაკეთებთ საბოლო კომენტრას. ყველა მტკიცებულოება და კადრი არსებობს და ამ პროცესის ამდენი ხნით გაჭიანურების აუცილებლობა ნამდვილად არ იყო. ჩვენ არ ვიცით რა შედეგი დადგება, მაგრამ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, ადამიანებს პოლიტიკოსებზე თავდასხმის გამო მხოლოდ 100-100 ლარით აჯარიმებენ“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

„მოწმეები ადასტურებენ, რომ ორი მხარე ცემდა ერთმანეთს. ეს ორმა თუ სამმა პოლიტიკოსმა დააფიქსირა, რომ სპოტსმენები ვიღაცის დავალებით იყვნენ, თუმცა თითეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ ეს მათი აზრი იყო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და უგულშემატკივროს, იმ პარტიას რომელიც სურს. მტკიცებულება სჭირდება ასეთ ხმამაღლა ნათქვამს. მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ რატომ იყვნენ ისინი იქ. მე როგორც ვიცი ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას, ალბათ, "ქართულ ოცნებას" გულშემატკვრობდნენ“, - ამბობს ბრალდებულების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სიმშვიდიკენ იმიტომ მოუწოდეს, რომ გარკვეული სახის დაძაბულობა შეინიშნებოდა.

„დაძაბული ფონი იყო მელიას მოსვლამდეც. მე როგორც ჩემი, ასევე ოპონენტებიც გავაფრთხილე, რომ დაძაბულობას არ ჰქონოდა ადგილი. შეინიშნებოდა ფიზიკურად კარგად მომზადებული პიროვნებების ყოფნაც... ამასობაში მოვიდა ნიკა მელიაც და დაიწყო შელაპარაკება... ვნახე როგორ დარტყეს ნიკა მელიას, თუმცა ვერ დავინახე ვინ. მესმოდა შეძახილები - „ეს არ გაუშვა!“, „ეს კანდიდატის შვილია!“, იძახდნენ ლაშა დამენიას სახელსაც... იმის იდენტიფიცირება თუ ვინები მონაწილეობდნენ ინციდენტში შეუძლებებლი იყო“, - თქვა ბოკერიამ.

გუნდის წევრების მსგავსად დეტალების გახსენება გაუჭირდა თენგიზ გუნავასაც, თუმცა აღნიშნა, რომ ხელჩართული ჩხუბის დაწყებამდე სიტყვიერი შელაპარკება იყო სპორტსმენ ვლადიმერ გეგეშიძესა და ნიკანორ მელიას შორის. მისივე თქმით, შემდეგ მელიას დაარტყეს.

„არ ვიცი, ვინ დაარტყა, არ ვიცი ამათგან, რომელიმე არის თუ არა. იმ სიტუაციაში პიროვნებების იდენტიფიცირება რთული იყო. როდესაც მელიასკენ გავიწიე, მეც მომხვდა ხელი მარცხენა მხრიდან, ვერ ვიტყვი, რომ ეს მუშტი იყო. შემდეგ დავეცი და უკვე ყველა მირტყამდა, ვისაც გაუხარდებოდა“, - აღნიშნა გუნავამ.

კონკრეტულ დეტალებს ვერ იხსენებენ ლაშა დამენია და ლელა ქებურიაც, თუმცა ქებურიამ აღნიშნა, რომ ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიას მოსვლის შემდეგ დაიწყო და განმარტა, რომ ამის მიზეზი არ იცის. აქვე ქებურიამ თქვა, რომ უცხო პირები აგრესიულები მელიას მოსვლამდე ჟურნალისტების მიმართ იყვნენ.

ერთ-ერთ მოწმედ კორცხელის დამოუკიდებელი კანდიდატი თეონა ქარდავაც დაიკითხა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ დაძაბულობა და აგრესია სოფელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოჩენამ გამოიწვია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინიტრაციის უფროსის ლაშა გვასალიას ჩვენების მიხედვით, ინციდენტი ნიკა მელიას მაპროვოცირებელ ქცევებს და წამოძახილებს მოჰყვა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთნ პირველი „ქართული ოცნების“ აქტივისტი მივიდა.

"ჩვენი აქტივისტი მივიდა პირველი და უთხრა მელიას, არ გრცხვენია, ვის გვერდით დგახარო, რაზეც მელიამ ბიძინა ივანიშვილის გინება დაიწო. შემდეგ კი დაიწყო ჩხუბი. არაფერი მოხდებოდა რომ არა მელიას გამოჩენა. მან ისედაც გამწარებული ხალხი კიდევ უფრო გაამწარა", - თქვა მან.

მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეგიონული ჟურნალისტი ნატალია ბერულავა. მისი თქმით, ადგილზე მისვლისას, მან შენიშნა სპორტული აღნაგობის პირები, რომლებიც ძალების დემონსტრირებას ცდილობდნენ. ისინი აგრესიულები იყვნენ ჟურნალისტების მიამართაც და მათ გადაღებას უშლიდნენ. ბერულავას განცხადებით, ჩხუბში ჩართულ სპორტსმენებს მისთვის უცნობი პიროვნება აძლევდა მითითებებს.

„თავიდანვე იყო დაძაბული ფონი. აგრესიულები იყვნენ ჩვენს მიმართაც. მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა, თუმცა ის ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა აქ არ იმყოფება და 21 თვის განმავლობაში გამოძიებამ რატომღაც ვერ დაადგინა ვინ იყო ის“, - თქვა ბერულავამ.

მოწმეეების დაკითხვა ამ წუთებშიც გრძელდება. სასამართლო, დაახლოებით, 50-მდე მოწმეს უნდა მოუსმინოს.

ამავე თემაზე:

კორცხელის საქმეზე ოპოზიციონერი დეპუტატები იკითხებიან


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.