ახალი ამბები
ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე
საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურით დაიწყო. მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სიტყვიერი დაპირისპირება თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. ერთ-ერთი დევნილი ინეზა ფარულავა, რომელიც მერიის "შინმოვლის" პროგრმაშია ჩართული, ითხოვდა პასუხს თუ რატომ არ ჩაერიცხა მას კუთვნილი თანხა. მისი განმარტებით, მიმდინარე წელს შემწეობა მხოლოდ ერთხელ, თებერვლის ბოლოს მიიღო.

ბენეფიციარს მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ თანხის ჩარიცხვის დაგვიანების მიზეზი თვითმმართველობაში განხორციელებული რეორგანიზაციაა და ბენეფიციარებს თანხა მარტის თვეში სრულად დაერიცხებათ.



საჯარო მოხელესა და დევნილს შორის შეკამათებისას საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ინეზა ფარულავას მიმართა და უთხრა, რომ მას ეჭვი აქვს ის საკრებულოს სხდომაზე დებოშის მოსაწყობად მივიდა, რასაც კვლავ მცირე შელაპარაკება მოჰყვა.



ამ ეტაპზე სხდომა, რომელსაც მოქალაქეები, მათ შორის, დევნილები და მერიის სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები ესწრებიან, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.