რეგიონი
მესტიის მერი აქციის მონაწილეებს: „ნუ გახდებით პოლიტიკური თამაშის მონაწილეები“
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჰესებთან დაკავშირებით სავანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვედრზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც ჰესების მშენობლბაზე განმარტებებს მოიცავს, მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადება ერთვის.

„მოგახსენებთ, რომ „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვები დაიწყო ოთხი წლის წინ, კერძოდ 2014 წლის 19 დეკემბერს (https://www.facebook.com/plugins/post.php), 2015 წლის 26 იანვარს (https://www.facebook.com/plugins/post.php) და 2016 წლის 24 ივნისს (https://www.facebook.com/plugins/post.php), მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვები. თითოეული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისთვის და დაინტერესებული სექტორისთვის ცნობილი გახდა ერთი თვით ადრე, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ–გვერდის და საინფორმაციო გამოშვების საშუალებით. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი გახლდათ იმით, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო გაცნობოდა დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები თუ შენიშვნები. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრები, იმ პერიოდში უინტერესო აღმოჩნდა იმ პირებისთვის, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული პროექტის განხორციელებას. საზოგადოებისთვის საჯარო იყო ასევე ის თარიღი, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო (https://www.facebook.com/plugins/post.php).

გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური საჯარო განხილვებისა, დაბა მესტიაში შექმნილი „რჩეულთა საბჭოს“ მოთხოვნით ორჯერ დაიგეგმა დამატებითი შეხვედრა „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნით გამართულ შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო, შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს კომპანიის მხრიდან ამომწურავი პასუხები გაეცა.

პროექტის დღევანდელი მოწინააღმდეგეების ინტერესი არ გამოუწვევია არც „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მაშინდელი ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ესწრებოდა (https://www.facebook.com/plugins/post.php).

2015 წლიდან არსებობს მესტია ჭალა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ და აღნიშნულმა დოკუმენტმა გაიარა ყველა შესაბამისი ინსტანცია, მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. აღსანიშნავია, რომ „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობა ხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტებით გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით. გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტი რომ შეიცავდეს საფრთხეებს და ზიანის მომტანი იყოს სვანეთის ეკოსისტემისთვის, პირველ რიგში ჩვენ ვიქნებოდით პროექტის მოწინააღმდეგეები, რადგან თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავალი სისხლით არის გადაჯაჭვული სვანეთის უნიკალურ ბუნებასთან.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება ადგილობრივი კადრებიდან ჰესის მომსახურე პერსონალის შერჩევა, გადამზადება და დასაქმება. მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით, პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს შეადგენს 1 500 000 ლარს.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს, რომ პროექტის წინააღმდეგ გამოსვლები მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა საწადელ მიზანს არჩევნების გზით ვერ მიაღწია. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემით, როგორიც არის ჩვენი გარემო, აპელირებს და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სწორედ ის ჯგუფი, რომელიც 2017 წლის არჩევნებში დამარცხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები პროექტის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს გამართულ პირველ შეხვედრაზე გამოიჩენდნენ და არა მას შემდეგ, რაც პროექტის სამუშაოების 65 % შესრულდა.

გვჯერა, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმრავლესობას მართლაც გული შესტკივა ჩვენს მუნიციპალიტეტზე და მხოლოდ გულწრფელი ემოციები ამოძრავებს, თუმცა მოგიწოდებთ ყველას, რომ უნებლიედ არ გახდეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წარმართული პოლიტიკური თამაშის მონაწილეები.

გთავაზობთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კომენტარს, ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით:

„მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ ცრუ ბრალდებას, თითქოს ჩემს მიერ მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოძახება და მობილიზება, ყოველივე ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, ანუ ის ბინძური მეთოდი, რომელსაც წინა საარჩევნოდ მუდმივად იყენებდნენ მოწინააღმდეგეები, თუმცა სვანეთის მოსახლეობამ მაშინაც გამოიჩინა ის კეთილგონიერება, რომელიც აქაურ მაცხოვრებლებს ისტორიულად ახასიათებდა და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა შექმნილ მდგომარეობას დღესაც ჯეროვნად და სწორად შეაფასებს.

აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტსა და „სვანეთი ჰიდროს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სვანეთი ჰიდრო სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს და ჩართულია მუნიციპალიტეტისთვის არაერთ დადებით და სიკეთის მომტან პროექტში. მათ შორის დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის თანადაფინანსებისთვის სვანეთი ჰიდროს მიერ გამოიყო 600 000 ლარი. ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ 2017 წელს, მაისის თვეში, მუნიციპალიტეტში გადამწვარი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დააფინანსა „სვანეთი ჰიდრომ“ 15 000 ლარით.

ჭალაადის ბუნებრივ კლდეზე, „მესტიაჭალა“ ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით მოეწყო მეკლდეურთათვის საცოცი კედელი, რომელიც დაფინანსდა ასევე სვანეთი ჰიდროს მიერ 23 000 ლარით, კომპანიის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გაწეულის ბევრი სხვა სახის დახმარებაც, რომელთა ჯამური ოდენობა 1 000 000 ლარს აღწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სვანეთში ჰესების მშენებლბას ადგილობრივვი მოსახელობის ნაწილი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს. ისინი მშენებლობის დაწყებამდე პროექტების საჯარო განხილვასაც ითხოვენ.

ამავე თემაზე:

მესტიაში მორიგი საპროტესტო აქცია დასრულდა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.