ახალი ამბები
ზუგდიდში ქალთა დღე პერფორმანსით აღნიშნეს (ვიდეო)
ზუგდიდის მთავარ ხეივანში „თანასწორობის მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებმა ქალთა უფლებების დასაცავად აქცია -პერფორმანსი გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა ქალის ფეხსაცმლები გამოფინეს, რომელსაც თან იმ ქალების ისტორიები ახლდა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ.

„ამ აქციით ჩვენ შევეცადეთ ქალების სათქმელი მოგვეტანა საზოგადოებამდე, ვინც ვერ უერთდება ქალთა უფლებებისთვის გამართულ აქციას. შევეცადეთ ამ ფორმით გაგვეჟღერებინა ყველა იმ ქალის სათქმელი, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო უწევს დუმილი. ეს ქალები არიან სქესისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინირებული. აქ არიან შრომითი მიგრანტები, შრომითი ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც“, - აღნიშნა „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალურმა მუშაკმა ცაბუნია ვართაგავამ.



დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) აღიარა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.