ზუგდიდში სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის მინიჭების საკითხი ისევ კომისიას დაუბრუნდა (ვიდეო)
18:49 / 10.04.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის №4 სასაფლაოს ნაწილს პანთეონის
სტატუსის მინიჭების საკითხი
საკრებულომ ერთხმად განსახილველად ისევ კომისიას დაუბრუნა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით,
აღნიშნული ინიციატივა ამ დროისთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან
სხვა საკითხებთან ერთად, გაურკვეველია კრიტერიუმები, რომლის
მიხედვითაც პანთეონში გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა გადაწყდეს.
„შერჩევის კრიტერიუმები, სხვა პროცედურები, ძალიან ბევრ პრობლემასთან
იქნება მუდმივად დაკავშირებული და არ უნდა იყოს ზუგდიდში პანთეონი“, -
აღნიშნა შელიამ.
მის პოზიციას იზიარებენ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“.
ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ამ ეტაპზე
ზუგდიდში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია.
„საერთოდ, გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ადამიანები, ვინც
იქ უდნა დაიკრძალოს. ვფიქრობ, რომ საზოგადოების წარმომადგენლები უნდა
ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში და გადაწყდეს ისე, როგორც მათი
სურვილი იქნება“, - თქვა წითლიძემ.
საუბარია სასაფლაოს საერთო ტერიტორიის 2000 კვ.მ-ზე ფართობზე.
აღნიშნული საკითხის განხილვა წინა საკრებულოს სხდომაზეც გადაიდო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები