ახალი ამბები
ინგირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მოსახლეობა ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელიც იქვე მიმდინარეობს, დროებით შეაფერხეს. ადგილობრივების თქმით, ეს სისტემა მათ სოფელში მხოლოდ გადის და მოსახლეობის, როგორც აბონენტად მიერთება არ იგეგმება. მათ დილით შიდა საავტომობილო გზა გადაკეტეს. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.



„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სარგებელი ადგილობრივმა მოსახლეობამაც ნახოს. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს პროექტში არ დევს, თუმცა, ახლა დაგვპირდნენ, ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მიერთება ეტაპობრივად მოხდება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ონისე ბელქანიამ.

რადიო „ათინათი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
05 / თებერვალი 2026
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.