კონფერენცია თემაზე "კულტურა და მრავალფეროვნება" (ვიდეო)
17:03 / 15.05.2018
ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ორგანიზებით და
მონაწილეობით ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე: "კულტურა
და მრავალფეროვნება" გაიმართა. მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა
კუთხის დამახასიათებელ ტრადიციებზე მომზადებული თემები წარადგინეს.
კლუბის კოორდინატორის სალომე გუგუჩიას თქმით, ღონისძიების მიზანია
ახალგაზრდებმა გაიღრმავონ ცოდნა კულტურათაშორისი დიალოგის
მნიშვნელობაზე, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების კულტურული
მრალფეროვნებისა და ადგილობრივი ტრადიციების შესახებ.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის
სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა და ადგილობრივი
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღადუას თქმით,
მოსწავლეების მიერ მომზადებული ნამუშევრები ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს ეხება.
ახალგაზრდებმა სულ 18 თემა მოამზადეს, რომელთაგან სპეციალურმა ჟიურიმ
ორი საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები
გადაეცათ, ხოლო მონაწილეებს - სიგელები.
კონფერენცია ტარდება ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და
ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის PITA-ს ფარგლებში, მას საქართველოს
გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს, აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების საააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს
სამეგრელოში ასოციაცია "ათინათი" ახორციელებს.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები