ახალი ამბები
შამგონას სკოლას ალექსანდრე ჩიქავას სახელი მიენიჭა
შამგონას საჯარო სკოლას პოლიტიკური მოღვაწის და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერის ალექსანდრე ჩიქავას სახელი მიენიჭა. საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. ინიციატივა სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს ეკუთვნის.



აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა სხდომაზე ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა და ისურვა, რომ ზუგდიდში რომელიმე ქუჩასაც მიენიჭოს ჩიქავას სახელი.

„ის სამაგალითოა მთელი რეგიონისა და საქართველოსთვის. ეს ადამიანია, ვისაც ნოე ჟორდანიამ შესთავაზა საქართველოს დატოვება, თუმცა მან თქვა, რომ როცა „ჩემს ქვეყანაში ცეცხლი ანთია, მე მას არ დავტოვებ". ჩემი სურვილია, რომ მისი სახელი მიენიჭოს ქუჩას და ამით პატივი მივაგოთ მას“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

გარდა ამისა, მან საკრებულოს წევრებს მსგავსი ინიციატივების წარმოდგენისკენ მოუწოდა.



ალექსანდრე ჩიქავა დამფუძნებელი კრების წევრი იყო. ის სპირიდონ კედიასთან ერთად ის ზუგდიდელია, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტს 1918 წელს ხელი მოაწერა. ალექსანდრე ჩიქავა გასაბჭოებიდან რამოდენიმე წლის მერე დაიჭირეს და 1924 წელს დახვრიტეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.