ახალი ამბები
ხელს ნუ აფარებ მკვლელს - პროტესტის მესამე დღე ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდში ზაზა სალარიძისადმი სოლიდარობის გამომხატველი აქცია დღეს საღამოს განახლდა. ახალგაზრდებმა შეკრება შვიდ საათზე პროკურატურასთან დაიწყეს. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ აქცია აპოლიტიკურია. დღევანდელ აქციას საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ გულშემატკივართა კლუბი „აბრაგები“ შეუერთდა, რომლის ლიდერი გიორგი ბაჩილავა აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა.



„ვაპროტესტებთ იმ სიტუაციას, რაც მთელ საქართველოში ხდება. ვუსამძიმრებთ სარალიძეს და მის ოჯახს. უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა და ყველა ეს საქმე გამოუძიებელია. დროულად უნდა გამოიძიონ, სისტემა უნდა დაინგრეს და იზეიმოს სამართლიანობამ. ოჯახის მტკივილს ვერავინ გაიაზრებს, უბრალოდ ვითხოვთ, რომ გამოიძიონ დანაშაული და სიმართლე გაიგოს ხალხმა“, - აღნიშნა ბაჩილავამ.

„სისტემა უნდა დაინგრეს", "მოგვბაძეთ“ - სწორედ ამ შეძახილებით დაიწყეს მათ მსვლელობა და ცენტრალური მოედნის გავლით იუსტიციის სახლთან დაასრულეს.

„მესამე დღეა, რაც აქ ვდგავართ იმიტომ, რომ ეს სისტემა , დიდი ხანია, მაწუხებს . ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს მარტო ზაზას ტკივილი არ არის. ხვალ ჩვენ რომ არ ვიყოთ ამავე სიტუაციაში, ეს მთავრობა უნდა წავიდეს, დაირღვეს დინამიკა. ბევრმა ადამიანმა შეგვიშალა ხელი, თუმცა ვიდგებით, სანამ საწადელს არ მივაღწევთ“, - თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ თაკო ყორშიამ.



ამავე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ მათ საერთო მიმართვა გააცნო, რომლითაც არასამათავრობოები ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებენ.



„ხელისუფლებისგან მოვითხოვთ სრულყოფილ და აბსოლუტურად გამჭვირვალე გამოძიებას, ამასთან, პარლამენტის დროებითმა კომისიამ უნდა მოიცვას სხვა გახმაურებული საქმეები, დადგეს ყველა იმ თანამდებობის პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ჰქონდა შეხება მსგავსი ტიპის საქმეებთან და დააფარეს ხელი ვიღაცებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, რომელიც რეალურად ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ამ საქმეებს, ხელისუფლებამ გამოიჩინოს ნება, რომ შეიცვალოს სამართლებრივი საგამოძიები სისტემა, რომელიც იქნება არა კონკრეტული პირის, არამედ ზოგადად, სამართლიანობისა და ხალხის სამსახურში“, - თქვა თოდუამ.



იუსტიციის სახლის შემდეგ აქცია ზუგდიდის ბულვარში დასრულდა, სადაც შეკრებილებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ემზარ კვარაცხელიამ მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ აქციას პოლიტიკური სახე არ ეძლევა.


აქცია ზუგდიდში, სავარაუდოდ, ხვალაც გაიმართება, თუმცა მისი ჩატარების ზუსტი დრო, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე:

პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზატორების პასუხი ჯგუშიას (ვიდეო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.