რეგიონი
ზუგდიდში დევნილების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა, ნაწილი სამმართველოსთან რჩება(ფოტო,ვიდეო)
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრით უკმაყოფილოები დარჩნენ ის დევნილები, რომლებიც ზუგდიდში დილიდან აქციას მართავდნენ. მათი პროტესტი ბინების გადანაწილების საკითხს მოჰყვა, რომლის მიხედვით წელს დევნილების გარკვეული ნაწილი ახალ საცხოვრებელ ფართებს ვერ მიიღეს. აქციის მონაწილეები თავს მოტყუებულებად მიიცნევენ და ამბობენ, რომ მათ მიმდინარე წელს ბინების გადაცემას ჰპირდებოდნენ.

„ასე მპირდებიან 25 წელია და საბოლოო ჯამში არაფერია შედეგი. ახლა შევხედი მათ და მითხრეს მომავალ წელს გაგითვალისწინებთო. აქ მოვედი მცირეწლოვან შვილთან ერთად, თან ვარ ფეხმძიმედ. ყველამ იცის ჩემი საცხოვრებელი პირობები. იატაკი დამპალია იქიდან თაგვები და ქვეწარმავლები ამოდიან. ისეთი პირობებია ბავშვები სულ გაციებული მყავს. დასკვანაც მაქვს, სადაც წერია რომ რთული საცხოვრებელიპირობები მაქვს, მაგრამ ქულები დამაკლეს, გადამოწმებისას მიტხრეს, არაა საგანგაშო პირობებიო“, - თქვა მონიკა როსტობაიამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დევნილთა სამმართველოს შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ამის უფლება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლება არ მისცეს. სამართალდამცავებსა და დევნილებს შორის მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის მონაწილეები სამინისტროს წარმომადგენლებს რიგრიგობით შეხვდნენ.

რიგში მდგომმა ქეთევან გოგიამ გვითხრა, რომ ის სოფელ დიდინეძში, ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში გაუსაძლის პირობებში უკვე წლებია ცხოვრობს. გვიყვება, რომ შენობას მესამე ხარისხის დაზიანება აღენიშნება და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. მან შესაბამისი დასკვნაც გვიჩვენა.

„კომისია რამდენჯერ მოვიდა. დაადასტურეს, რომ აუცილებლად გასახლებას ვექვემდებარებოდით. დასკვანც არის შესაბამისი. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიაში ჩემს თავს ვერ ვნახავდი. წუხელ ეს რომ გავიგე გავნერვიულდი. ჩემთან ერთად შვილიშვილი ცხოვრობს, ისიც ისე განიცდის მთელი ღამე ტიროდა. ამბობს, აქედან წავალო, საერთოდ დავტოვებ აქაურობასო. რა ვქნა შვილო, ჩემი ბრალია, რომ არ მომცეს... მე პენსიონერი ვარ, მაქვს სოციალური, ამდენი ნერვიულობის შედეგაგ ჯამრთელობაც შემერყა. გულის ინფარქტი მაქვს გადატანუილი, ინსულტიც, ტვინის იშემიური დაავადება მაქვს. კიდევ რამე არის საჭირო? არ ვიცი“, - ამბობს ქეთევან გოგია.

აქციის მონაწილეების ნაწილმა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ტერიტორია დატოვეს.

„რა აზრი აქვს აქ დგომას და ყვირილს, შედეგი მაინც არ იქნება“, - თქვეს მათ.

დევნილების მეორე ნაწილი დათმობას არ აპირებს და პროტესტის გაგრძელებას სხვდასხვა ფორმით გეგმავს.

„ავიღებ ჩემს ჩანთერბს და იმ ახალაშენებულ კორპუსებს მივადგები. არაფრით არ დავთმობ ამას. ესენი ხან რა ქულას მიწერს ხან რა, ყველაფერს ისე წერენ როგორც უნდათ“, - თქვა ნაზი ჯობავამ.

თავის მხრივ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უწყების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დევნილებს შეხვდეს, თუმცა დასზენს, რომ წელს ბინების გადაცემის პროცესი დასრულებულია.

“უკვე შევხვდი რამდენიმე მათგანს და კიდევ ვაპირებ მათთან შეხვედრას და გასაუბრებას. ბინების გადაცემის პროცესი არის გამჭვირვალე. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ნაწილს ქულები არ ეყო წელს ბინის მისაღებად, თუმცა მომავალ წელს ფართს 360 ოჯახი მიიღებს, მათ შორის ისინი, ვინც დღეს აქ არიან. შარშან ვინც ვერ მიიღო ბინა, წელს მოხვდა სიაში. ყველაფერს თავისი წესი და დრო აქვს“, - აღნიშნა აბლოთიამ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა ბინების განაწილების პროცესი, რის შედეგადაც 240 დევნილი ოჯახი ზუგდიდში საცხოვრებელ ფართს მიიღებს. სამინისტროს ვებ-გვერდზე გუშინ იმ ოჯახების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ. ამავე ცნობით, სამეგრელოს რეგიონში 9 ნგრევადი ობიექტი დაიხურება.

ამავე თემაზე:

დევნილები სამმართველოსთან საპროტესტო აქციას მართავენ (ვიდეო)

ზუგდიდში დევნილებმა სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს (ვიდეო)

ზუგდიდში 240 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა - სრული სია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში სურსათის პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ ბაზარში იყიდება. რამდენად უსაფრთხოა სურსათი, რომელსაც აქ ვყიდულობთ, როგორ აკონტროლებენ მოვაჭრეები პროდუქტის ხარისხს და იციან თუ არა ვისი წარმოებულია პროდუქცია. ვრცლად ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სტატია
დღის სიახლეები
17 / მარტი 2025
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში შექმნილი ყალბი გვერდიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია 1 წლიანი უფასო სამგზავრო ბარათის რეგისტრაციის შესახებ.
17 / მარტი 2025
17 მარტს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვლი. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
17 / მარტი 2025
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად 23 მარტს აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.