ახალი ამბები
ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი
2018 წლის 20 მაისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს აღნიშნულ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას. წამოჭრილ საკითხებზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ვერ გასცეს არგუმენტირებული პასუხები.

მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე.

„საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას. ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია ჩვეული ცინიზმით შეეცადა წარმოეჩინა, თითქოს მას უკვე შესრულებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე და ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.

„აღინიშნა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომების მიღების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მიუღებლობას. ამ კონტექსტში იქნა განხილული სასულიერო პირთა თავისუფლების თვითნებურად აღკვეთა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივ მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2018 წლის ივნისში გაიმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე ორი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
30 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს გამოფენას ,,დადიანებში დაცული XX საუკუნის მხატვრობა“. დარბაზში წარმოდგენილია მეოცე საუკუნის ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანის, ლეოპოლდ ძაძამიძის, გივი ნარმანიას, რობერტ სტურუას(უფროსი), მამია ახობაძის, გივი თორაძის, მიხეილ გაბუნიას, ჯიბსონ ხუნდაძის, ირინე ელიაშვილის, რუსუდან ფეტვიაშვილის, ედმონდ კალანდაძის, ირაკლია ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
30 / აპრილი 2025
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს მოიპოვებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.