რეგიონი
ზუგდიდში პატრულის თანამშრომლები ღვედის გარეშე მოძრაობენ (ვიდეო)
ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ნაწილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უღვედოდ გადაადგილდება. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პოლიციის თანამშრომლები, როგორც პატრულირებისას, ასევე პირადი ავტომობილებითაც უსაფრთხოების ღვედის გარეშე მოძრაობენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, რადგან საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილებისას, ადგილი აქვს საგზაო მოძრაობის წესების დარღევევას.

„2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაიცა ბრძანება #999 საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ. ბრძანებას ერთვის რამოდენიმე დანართი, რომელთაგან #2 - ში განსაზღვრულია საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქცია, სადაც განმარტებულია ის მოთხოვნები თუ რა ევალებათ და ეკრძალებათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ამავე დანართის თანახმად საპატრულო პოლიციას თანამშრომლებს ეკრძალებათ ავტომანქანით პატრულირებისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ის უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, ხოლო საგზაო წესების შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლში განმარტებულია მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები, მათ შორის უსაფრთხო ღვედების გამოყენების ვალდებულება. რაც შეხება უკიდურეს აუცილებლობას, მისი განმარტება მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლში, რომლის თანახმად: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი“, - განმარტავს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა.

საიას იურისტი თვლის, რომ სამართალდამცავებს, ისევე როგორც რიგით მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება ატარონ უსაფრთხოების ღვედი.

შს სამინისტროში აღნიშნულ საკითხზე რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ კომენტარის მისაღებად უწყებას ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. შსს-ს პასუხს უწყებიდან წერილის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.