ახალი ამბები
სოხუმი: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის თემა დახურულია
IPRM-ის შეხვედრების აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ არლანმა მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ გალში მიმდინარე შეხვედრა დატოვა, „ეხო კავკაზასთან“ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხთან დაკავშირებით, ისინი ქართულ მხარეს აფრთხილებდნენ, რომ მსგავს დოკუმენტს ნეგატიური შედეგი მოყვებოდა, მათ შორის, მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, როგორც არლანი აღნიშნავს, „ჩვენი მოსაზრებები არ გაითვალისწინეს“.

„აფხაზურმა მხარემ დააფიქსირა მტკიცე პოზიცია. ჩვენ გვქონდა მზაობა ჩატარებულიყო ნორმალური სამუშაო შეხვედრა იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე მოხსნიდა დღის წესრიგიდან ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ეს საკითხი უკვე ორი წელია დგას დღის წესრიგში და ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავეთ მასზე, განვმარტეთ ჩვენი პოზიცია და ფაქტობრივად, მოვხსენით განხილვიდან. ჩვენთვის ეს თემა დახურულია მთელი რიგი მიზეზების გამო, რაზეც მოლაპარაკებებში მონაწილეებმა იცოდნენ. ამის მიუხედავად, ქართული მხარე ყოველ ჯერზე აყენებს საკითხს და აცხადებს, რომ საკითხი დადგება ყველგან. ჩვენთვის მიუღებელია ეს პოზიცია, რადგან ხდება ისეთი საკითხის პოლიტიზირება, რომელიც არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის საქმესთან. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, ქართულმა მხარემ გაახმოვანა, რომ არ სურს ამ საკითხის მოხსნა და შედეგად იძულებულები გავხდით, დაგვეტოვებინა მოლაპარაკებები“ - თქვა არლანმა.

მედიასაშუალებასთასთან არლანმა კომენტარი გააკეთა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებული საქმის სტატუსზეც, რომელიც აფხაზეთს გადაეცა.

„ქართულმა მხარემ ნამდვილად გადმოგვცა საქმესთან დაკავშირებული მასალები, მაგრამ მოგვცეს ორიგინალის ასლები, რომელიც არ იყო გაფორმებული შესაბამისი წესით. ამ დოკუმენტებში მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებული პროცედურული ხარვეზებია და ვიდეო მასალა, რომელზეც ხშირად აპელირებს ქართული მხარე, აბსოლუტურად უხარისხოა.ეს მასალები ვერანაირად ვერ იქნებოდა გამოყენებული სასამართლო საქმეწარმოებისთვის. ჩვენ შევთავაზეთ ქართულ მხარეს ან მოეწესრიგებინათ მასალები ან დაეხურათ საქმე“, - განმარტა მან.

არლანი მიიჩნევს, რომ გალის შეხვედრების განახლება აქტუალური არაა, რადგან მისი შეფასებით, ქართული მხარე არაა მზად კომპრომისებისთვის, თუმცა დასძენს, რომ ისინი გააგრძელებენ კონტაქტებს გაეროს წარმომადგენლებთან და მზად არიან მოუსმინონ ქართულ მხარეს, თუ მათ, არლანის თქმით, გაუჩნდებათ ახალი იდეები. 

გალის შეხვედრა გუშინ აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც მათ დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოითხოვეს, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.



ამავე თემაზე:

გალის შეხვედრა აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.