რეგიონი
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ერთ-ერთ ოთახში თაგვები შეიპარნენ
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, პირველ სექტორში გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო სამუშაო პროცესი 3-4 წუთით შეფერხდა.

"სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქციეს. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა - არა", - უთხრა რადიო "ათინათს" აბიტურიენტმა.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, აღნიშნულის გამო პროცესი არ შეფერხებულა.

რაც შეეხება კონდინცირების სისტემას, მისივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები დღეს ინტენსიურად გაგრძელდება.

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს, დღეს რეგისტრირებული 428 აბიტურიენტიდან 3 მათგანი არ გამოცხადდა.

"სხვა რამე შეფერხება არ ყოფილა. გამოცდები მშვიდ ვითარებაში ტარდება", - აღნიშნა ქირიამ.

ტესტირება დღეს 14 საათზე დასრულდება და ხვალ ზოგად უნარების გამოცდით გაგრძელდება.

ფოტო: ინტერნეტი


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.