ახალი ამბები
პრემიერი ზუგდიდში: ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულია აქ დგომა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მორწმუნეებს ვლაქერნობა ზუგდიდში მშენებარე ტაძრიდან მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღეს მისთვის განსაკუთრებულად სიხარულის მატარებელი და ემოციურია.

„ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულია თქვენ გვერდით ყოფნა. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღეს, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია. მინდა მივულოცო ყველა ქრისტიანს და მართლმადიდელებს ეს დღეს, ზუგდიდს, სამეგრელოს მოსახლეობას და ჩვენ მოქალქეებს აფხაზეთიდან. ვიცი, რომ ბევრი მათგანი აქაა. ასევე ვულოცავ მათ, ვინც ზუგდიდში სხვადასხა რეგიონიდან ჩამოვიდა.

მინდა ვუსურვო თითოეულ ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და დღესვანდელი დღე განსაკუთრებით ემოციურია. ძალიან ძნელია, ენით აღვწერო ის ემოცია, რომ თქვენთან ერთად აქ ვდგავარ და ამ ყველაფერს აღვიქვამ“, - თქვა ბახტაძემ.

მილოცვის შემდეგ პრემიერმა ტაძარი დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე:

პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში საზეიმო წირვას ესწრება (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.