ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა დღეს დილით 9 საათზე
დაიწყო. სასულიერი პირებმა კვართი და წმინდანთა ნაწილები დადიანების
მუზეუმის საცავიდან
გამოაბრძანეს და მსვლელობითა და გალობით მშენებარე საკათედრო
ტაძრისკენ გაიმართნენ.
მრევლს დღესასწაული მიულოცა ზუგდიდისა და ცაიში მიტროპოლიტმა მეუფე
გერასიმემ.
„გილოცავთ ყველას დღეს, როდესაც დედა ღვთისმშობელი ტაძარში დაიდებს
ბინას და გვაქვს საშუალება ამ სიწმინდის მოლოცვისა, მსოფლიო რელიგიის
საგანძურის მიახლებისა. ვმადლობთ უფალს, რომ გვაქვს ამის საშუალება.
ღვთისმშობელმა დაგვიცვას და დაგვიფაროს ჩვენ და სრულიად საქართველო“,
- აღნიშნა მეუფემ.
მსვლელობაში მონაწილეობდა ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ
ქვარაია.
„მინდა მივულოცო მორწმუნე საზოგადოებას დღევანდელი დღე, რომელიც არის
საერთო სახალხო დღესასწაული. ბევრი ადამიანი მოდის და ზეიმობს,
მიეახლება განსაკუთრებულ სიწმინდეს, რომელიც ზუგდიდშია დავანებული.
საქართველოს კი ძლიერებას, მხნეობასა და გამთლიანებას ვუსურვებ“, -
თქვა ზუგდიდის მაჟორიტარმა.
სამხარეო ადმინისტრაციასთან შეუერთდნენ მსვლელობას ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა
ლევან შონიამ ქვეყანას გამთლიანება უსურვა.
„მართლმადიდებელ სამყაროს და ქართველ ერს ვულოცავ ამ დიდ და
უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. თითოეულ მათგანს მინდა წარმატება,
ბედნიერება და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“, -
აღნიშნა გუბერნატორმა.
საზეიმო წირვა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში 10 საათზე დაიწყო,
რომელსაც მალევე პატრიარქის თანამოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს
მიტროპოლიტი მეუფე შიო შეუერთდა. მან წირვა-ლოცვა მეუფე გერასიმესთან
ერთად აღავლინა. მოგვიანებით კი მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა და
აღნიშნა, რომ ზუგდიდში წმინდა სამოსლის ყოფნა ღვთისმშობლის
წილხვდომობის ნიშანია.
ვლაქერნობის დღესასწაულზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა
რეგიონიდან ჩამოვიდნენ. ტაძარში დილიდან მიდის ადგილობრივი
მოსახლეობაც.
„მთელ საქართველოს და განსაკუთრებით, ზუგდიდს, ვულოცავ ამ უდიდეს
დღესასწაულს. დიდი მადლობა, რომ ღვთისმშობლის კვართი აქ გვიბრძანდება
და ასეთი სიხარულის დღეა ყველა მორწმუნესთვის“, - თქვა ერთ-ერთმა
მათგანმა იანა ტორჩინავამ.
ზუგდიდში დღესასწაულზე დასაწრებად „ევროპული საქართვველოს“ ერთ- ერთი
ლიდერი დავით ბაქრაძე და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა
ნათელაშვილიც იმყოფებოდნენ.
საზეიმო წირვას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ლევან იზორია და გიორგი
გახარია. მათთან ერთად ტაძარში იყო დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ
სუბარი და პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონული კომიტეტის
თავმდჯომარე ზაზა გაბუნია.
პრემიერმა მრევლს დღევანდელი დღეს ტაძრიდან მიულოცა. მინისტრებს
ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საზეიმო წირვა საკათედრო ტაძარში უკვე დასრულდა.
ამ წუთებში მრევლს საშუალება აქვს ღვთისმშობლის კვართი, წმინდა
დიდმოწამე მარინეს მკლავი, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანი,
წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილები მოილოცონ.
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საარჩევნო
ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი" სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები