ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა ზუგდიდში (ვიდეო)
15:35 / 01.08.2018
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პარლამენტის სპროტისა და
ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის
ინიციატივით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონპროექტის
საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ
ყაველაშვილი დაესწრო, რომელმაც კანონპროექტის ძირითად აქცენტებზე
გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი განხილვები სპორტული
ცხოვრების პოპულარიცაზიისათვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მიზანია ახალი კანონპროექტის მუხლების განხილვა იყოს
მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ძირითადი არის საკითხები, რომლებიც
ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხება, ასევე, განათლების სისტემა ამ
კუთხით უნდა იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი“, - თქვა ყაველაშვილმა.
შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია დაესწრნენ. ქვარაიამ აღნიშნა, რომ სპორტის
განვითარება და ახალგაზრდულობის ხელშეწყობა პრიორიტეტული უნდა
იყოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის
პროპაგაგანდა. არის ბევრი საინტერესო ინიციატივა და მოსაზრება,
რომელიც შეიძლება მოექცეს ამ კანონპროექტში. ხელისუფლების პოზიციაა,
რომ სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის შელშეწყობა იყოს
პრიორიტეტული ამ ქვეყანაში და ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს
პროდუქტიული მაღალი დონის კანონპროექტის მიღებას“, - აღნიშნა
ქვარაიამ.
შეხვედრას საჯარო მოხელეები, სპორტის სფეროში დასაქმებული ადამიანები
და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა
ქალაქში მიმდინარეობს. ორგანიზატორების ინფორმაციით, საჯარო
განხილვები საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და
რეკომენდაციების მიღებას, კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით
ემსახურება. საბოლოოდ კი, წინადადებებსა და შენიშვნებს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიაწვდიან.
ახალი კანონპროექტი სხვადასხვა სპორტული მიმართულების განვითარებასა
და სათანადო რეაგირებას ითვალისწინებს, მათ შორის, სასპორტო
განათლებისა და საკადრო უზრუნველყოფის მიმართულებების. დაგეგმილია
თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება
და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა.
საჯარო განხილვები კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებების
მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების
ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები