ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა (ვიდეო)
17:53 / 09.08.2018
ფოთში დღეს მოსული უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩის დატბორვის
ამსახველ ვიდეომასალას მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
ვიდეოში ჩანს, რომ დატბორვის გამო ქვეითები და ავტომანქანები
შეფერხებით გადაადგილდებიან.
ფოთის მერიაში გვითხრეს, რომ, ჯერჯერობით მსგავსი ტიპის შეტყობინება
მათთან არ შესულა, თუმცა, შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და
მზადყოფნაში არიან.
ფოთში ამ დროისთვისაც ძლიერად წვიმს. ქალაქში წვიმის შედეგად
რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები 2
აგვისტოსაც დაიტბორა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები