„საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა“ და ზუგდიდის მერიას შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)
13:45 / 15.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების ფორუმის საქართველოს
ეროვნული პლატფორმას და ასოციაცია ,,მერკურს" შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები დაესწრნენ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონში საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლებას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, სამოქალაქო
სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფას ასოცირების სამოქმედო გეგმის
განხორციელების პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის
ხელშეწყობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რეგიონული
განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე
გადაწყვეტილების მიღების დროს. გარდა ამისა, მემორანდუმის მონაწილე
მხარეები ითანამშრომლებენ, როგორც დაგეგმილ ასევე სამომავლო
პროექტების ფარგლებში.
"ყველა ის სფერო, რომელიც ჩამოთვლილია ასოცირების ხელშეკრულებაში და
სჭირდება მუშაობა მოიცავს ეს მემორანდუმი. ეს არ არის ფორმალური
ხასიათის მემორანდუმი, ვგულისხმობ ძალიან კონკრეტულ პასუხისმგებლობას,
რომელსაც ამ შემთხვევაში ზუგდიდის მერია იღებს. იმიტომ რომ ეს
არის ერთგვარი ინსტრუმენტი, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისთვის
პირველ რიგში, რომ მიაღწიოს სამოქალაქო ჩართულობას გადაწყვეტილების
მიღების პროცესში", - თქვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო
საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ
ნათია კუპრაშვილმა.
შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგნელებს
თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ
მემორანდუმი მისთვის საპასუხისმგებლოა საქმეა.
,,ჩვენთვის პატივია, რომ სწორედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო ამ
მემორანდუმის გაფორმება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო სექტორთან
სხვადასხვა მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა
მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანია" ,– თქვა მერმა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო
ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნათია
კუპრაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და ასოციაცია
,,მერკურის" თავმჯდომარემ ნანა თოდუამ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული
პლატფორმა წარმოადგენს ყველაზე დიდ კოალიციას საქართველოში, რომელიც
აერთიანებს 149 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაციებს, მათ შორის, ასოციაცია "ათინათს".
აღნიშნული პლატფორმა შედგება ხუთი თემათური სამუშაო ჯგუფისგან:
დემოკრატია და ადამიანის უფლებები;
ეკონომიკური ინტეგრაცია;
გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება;
ხალხთაშორისიკონტაქტები;
სოციალური დიალოგი.
ფორუმის შემადგენლობაში შედიან
სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები
საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან,
სომხეთიდან და უკრაინიდან და ასევე, ევროკავშირის წევრი
ქვეყნებიდან.
ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორი ექვსი ქვეყნის
სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის
თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს, აღმოსავლეთის
პარტნიორობის მიზნების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებში.
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტი უახლოეს სესიაზე განიხილავს „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზმა „დეპუტატებმა“ 8 ნოემბრის სხდომაზე მიიღეს, წერს „აფსნიპრესი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები