Echowaves-ის მიმდინარეობისას ანაკლიის აკვაპარკი მხოლოდ ფესტივალის
ავტორიზებული სტუმრებისთვის იმუშავებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის "აკვაპარკის" ადმინისტრაციამ
საკუთარ ფეიბუქ გვერდზე გაავრცელა.
მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი დღეს 19:00 საათზე გაიხსნება
და 26 აგვისტოს დასრულდება.
შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ აკვაპარკი
დროებით წყვეტდა მუშაობას.
"ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკვაპარკის ტერიტორიაზე
მიმდინარეობს ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც გამოიწვია
აკვაპარკის დახურვის აუცილებლობა. ბოდიშს გიხდით შექმნილი
დისკომფორტისთვის", - აღნიშნული იყო გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები