რეგიონი
ზუგდიდში "ფერმერთა დღე" გაიმართება
"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით, "ფერმერთა დღე" დადიანების სასახლის ეზოში 18 ნოემბერს ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად ფერმერის დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. დასავლეთიდან სტარტის აღება განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი ფერმერების დაახლოებით 60% დასავლეთ საქართველოდან არის წარმოდგენილი.

ამავე დღეს გაიმართება პროდუქციის გამოფენა, გაყიდვა, დეგუსტაცია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაცია და ასევე მოეწყობა ფერმერების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას დაესწრება 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის, სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილი ფერმერები მთელი საქართველოდან.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება 15:00 საათზე ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით დაიწყება. 17:00 საათზე კი ღონისძიება ოფიციალური ნაწილით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაციით გაგრძელდება, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წარადგენს.

პრეზენტაციის შემდეგ დაჯილდოვდება 23 წარმატებული ფერმერული მეურნეობა. დღის ბოლოს ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.

ფერმერის დღე 2015 წლიდან ყოველ 20 ნოემბერს აღინიშნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.