თენგიზ ჯგუშია: ხალხს წაართვეს პური და დაუტოვეს მხოლოდ საზიზღარი სანახაობა (ვიდეო)
13:48 / 26.11.2018
მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელი და ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად წინასაარჩევნო
გარემო შეაფასა. ჯგუშია ამბობს, რომ არცერთი კანდიდატი არ იმსახურებს ხალხის ნდობას. მისივე თქმით, არჩევნებზე მივა, თუმცა ხმას არცერთ კანდიდატს არ მისცემს.
"გამარჯვების შემდეგ ვერცერთი პრეზიდენტი ეროვნული გამაერთიანებლის ფუნქციას ვერ შეასრულებს. მე არ ვაპირებ საზოგადოებას მოვუწოდო, რომელიმე კანდიდატი შემოხაზონ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ და წინა ხელისუფლებამაც ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება. დაიღალა ხალხი, ხალხი არის უკიდურესობაში. ამათმა ხალხს წაართვეს პური, წაართვეს არჩევანის უფლება და დაუტოვეს მხოლოდ საზიზღარი სანახაობა",- თქვა ჯგუშიამ.
ის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს სახალხო ჯგუფების გააქტიურებაში ხედავს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სწორედ მათ დაიბრუნონ ძალაუფლება.
"ამ უბრალო საზოგადოებამ, ინტელექტუალურმა საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება. მომავალი უნდა იყოს უპარტიო საზოგადოებრივი ჯგუფების, რომელებიც ისწავლიან მართვას, თვითმმართველობაზე კონტროლს და ისწავლიან არა ცენტრის კომპლექსით ცხოვრებას", - აღნიშნა მან.
ჯგუშიამ ასევე გააკრიტიკა შს მინისტრი გიორგი გახარია. მისი თქმით, მინისტრის ზუგდიდში ყოფნის მიუხედავად დღე არ გავა, რომ დანაშაული არ მოხდეს. მან დღეს უწყებაში არსებული სიტუაცია ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს შეადარა და აღნიშნა რომ მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები