არჩევნები
ზუგდიდის მეოთხე საარჩევნო უბანზე თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა (ვიდეო)
ზუგდიდში, მეოთხე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი ენმ-დან ელისო შენგელია უბნის თავმჯდომარემ გააძევა. მისი ინფორმაციით, შენგელია ფოტოსა და ვიდეოს იღებდა, რისი უფლებაც, მისი მტკიცებით, არ ჰქონდა. ნანა გურგულიანის ინფორმაციით, ის გაძევების შემდეგ უბანს არ ტოვებდა, რის გამოც გურგულიანმა პოლიცია გამოიძახა.
alt
თავად ელისო შენგელიას თქმით, მას ფოტო სარეგისტრაციო ნაწილისთვის და ყუთისთვის არ გადაუღია და მისთვის გაუგებარია, რატომ გააძევა თავმჯდომარემ უბნიდან.

„როცა გავაპროტესტე, რატომ დაწერა ოქმი, მაშინ გადაწყვიტა, გავეძევებინე. ამით, ალბათ, ახდენს ზეწოლას სხვებზე. მეც ჩემს იურისტებთან მქონდა კონსულტაცია და უკანონო არაფერი ჩამიდენია“, - თქვა შენგელიამ.
alt
ადგილზე იყვნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები. ენმ-წევრის თეიმურაზ ბასილაიას შეფასებით, უბნის თავმჯდომარის ქმედება და ადგილზე სამართალდამცავების გამოძახება ოპოზიციის კომისიის წევრებზე ზეწოლაა.


უბანზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.