„დამკვირვებელი“ ჟურნალისტებს: ჩვენ ხალხი უნდა გამოვიყვანოთ, თქვენთან კი არ უნდა ვიდგეთ (ვიდეო)
10:53 / 28.11.2018
მეოცე უბანზე, საიდანაც ცოტა ხნის წინ დამკვირვებელი ანა შონია გააძევეს, ჟურნალისტებთან ადგილზე დამკვირვებლის სტატუსით მყოფი
თინათინ კაკაჩია მივიდა და მათ მითითებები მისცა. მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მათზე დროს ვერ დახარჯავს, რადგან ამომრჩევლები ჰყავს გამოსაყვანი.
„მწყობრიდან გამოგვიყვანთ, რეებს გვეუბნებით და წამოცდენებზე ხართ ეს ჟურნალისტები? შენი ჭირიმე, ნერვები გვაქვს ჩვენც... ხალხი უნდა გამოვიყვანიოთ, თქვენთან კი არ უნდა ვიდგეთ აქ“, - თქვა კაკაჩიამ.
თინათინ კაკაჩია მეოცე უბანზე პირველ ტურში ორგანიზაცია "სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის" წარმოადგენდა. მაშინ მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ზონის უფროსი იყო და მალე ნახავდა ხალხი, როგორ დაამარცხებდნენ ისინი "ნაციონალებს".
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები