ზუგდიდის მეოთხმოცე უბანზე მარკირებიანი ამომრჩეველი მივიდა (ვიდეო)
13:08 / 28.11.2018
ზუგდიდში, მეოთხმოცე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს შემოწმებისას მარკირება აღმოაჩნდა, შესაბამისად მას კომისიის წევრებმა უბანი დაატოვებინეს.
"შეცდომით მოვიდა ამ უბანზე, თუმცა, ნაკადის მომწესრიგებელმა შენიშნა, რომ მარკირება გავლილი ჰქონდა და უკან გავაბრუნეთ", - თქვა უბნის თავმჯდომარემ გიორგი მოსიამ.
ამავე უბანზე დაფიქსირდა მსგავსი კიდევ ერთი შემთხვევაც. ერთ-ერთი ამომრჩეველი კამათობდა, რომ მას ამ უბანზე მარკირება გაუკეთეს, თუმცა, სიაში არ აღმოჩნდა. შემდეგ ამომრჩეველი ამავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანზე შევიდა ხმის მისაცემად, თუმცა, ვინაიდან მარკირება ჰქონდა გავლილი, უკან გააბრუნეს და ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა.
ამავე უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევაც. ენმ-დან კომისიის წევრის ფატი შენგელიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ამომრჩეველი უბანზე სალომე ზურაბიშვილის აგიტაციას ეწეოდა, თუმცა, მას უბანი დაატოვებინეს. ამ ფაქტზე ენმ-ის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. კომისიის თავმჯდომარის გიორგი მოსიას თქმით, მან აღნიშნული ამომრჩეველი გააფრთხილა, რომ ნების გამოხატვა უბანზე არ შეიძლებოდა.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა რადიო "ათინათს" კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები