ზუგდიდში სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბი ჩამოყალიბდა (ვიდეო)
13:19 / 14.12.2018
ზუგდიდში, სმენადაქვეითებული და უსინათლო პირების მხარდამჭერი კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, აქ ერთდროულად
სმენისა და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებს რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყრუ და უსინათლო ადამიანების და საზოგადოების სხვა წევრებთან ურთიერთობის მსოფლიოში მიღებული მეთოდის: ,,ლორმის ანბანი Geo Lorm” მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კლუბი ა(ა)იპ ,,მომავალი იწყება დღეს“ და პოლონური ორგანიზაცია Human Doc- ის პროექტის ,,მხედველობა - სმენის პრობლემების მქონე მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში“ ფარგლებში ჩამოყალიბდა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკრებულოს წევრი ირუზა კაკავა, რომელიც ამ პროექტშია ჩართული, ამბობს რომ აღნიშნული კლუბის ჩამოყალიბება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მსგავსი რამ აქამდე არ არსებობდა. მისივე ცნობით, სმენადაქვეითებული და უსინათლო ადამიანების საჭიროებები მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
"ეს არის ინოვაციური პროექტი და პირველად ხდება ამიერკავკასიაში. სანამ გავხდებოდი საჯარო მოხელე, ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც შეხება მქონდა შშმ პირებთან. აქედან გამომდინარე სურვილი მქონდა მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ვიყავით პოლონეთში და მივიღეთ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება, რასაც ჩვენს ბენეფიციარებთან მუშაობის დროს გამოვიყენებთ. საკრებულო და მერია მზად ვართ დავეხმაროთ მათ და ის პრობლემები გავითვალისწინოთ, რაც ჩვენს ბენეფიციარებს აქვთ. წლევანდელ ბიუჯეტში მათი საჭიროებების გათვალისწინება ვერ მოესწრო, თუმცა ისინი მომდევნო წლების ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში აუცილებლად აისახება",- თქვა ირუზა კაკავამ. პოლონეთის განვითარების პროგრამის დეპარტამენტის ვიცე-დირექტორი მარეკ კუბერსკის თქმით, საქართველოში ისინი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველო არის ერთ-ერთი პრიორიტეტი პოლონეთისთვის. მანამდე საქართველოში არავის არ უმუშავია ამ მიმართულებით და ეს თემა არ იყო წინ წამოწეული. პოლონეთს ამ მიმართულებით აქვ უდიდესი გამოცდილება და გვინდა, რომ ეს საქართველოს გავუზიაროთ", - აღნიშნა კუბერსკიმ.
პროექტის ფარგლებში მოხდა სპეცპედაგოგების გადამზადება პოლონელი ექსპერტების მიერ. ასევე, იგეგმება სასწავლო ვიზიტი ვარშავაში და სხვა მეთოდოლოგიური მხარდაჭერა. გარდა ამისა კლუბს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
აფხაზეთისა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოსკოვში 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი თარბეი (თაბო) არქანია ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ახლობლებმა დაადასტურეს.
ცნობილია, რომ კოლხები რკინის მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი პიონერები არიან.დღემდე შემორჩენილია არაერთი მეგრული ტოპონიმი , რომელიც პირდაპირ მიუთითებს რკინის წარმოებაზე და დამზადებაზე.მთავარი ამ საქმეშია მჭედელი-ჭკადუ, ,,კინაშ ჭკადუ“ ის მეგრელთა წარმოდგენით, სოფელში საპატიო და ამავე დროს ისეთ პირად იყო მიჩნეული, რომელიც განგებასთან იყო დაკავშირებული. დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ჭკადუშ“ ინსტიტუტზე, მის ხელობაზე და მითებზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები