ახალი ამბები
რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლის გახსნა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება
ზუგდიდში ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა და მისი ოფიციალურად გახსნა 2019 წლის იანვარში იგეგმება. ამის შესხებ რადიო „ათინათს“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, ძირითადი სამუშოები დასრულებულია და ახლა დალაგება-გაწმენდა მიმდინარეობს. რაც შეეხება გახსნის ზუსტ თარიღს, ანთიძის თქმით ეს რეკონსტრუქციის სამუშაოებში მონაწილე ყველა კომპანიასთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.

„ძალან ცუდ დღეში იყო სასახლე. თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად რეაბილიტირდა. მთლიან შეიცვალა ჭერი და დამონტაჟდა ვინტილაცია-გათბობის სისტემა. რაც შეეხება გახსნის თარიღს, მისი შეთანხმება უნდა მოხდეს მუზეუმთან, კულტურის და ძეგლთა სამინისტროსთან და ასევე იმ ორგანიზაციებთან ვინც მონაწილეობდა რეაბილიტაციის პროცესში“, - განაცხადა ანთიძემ.

სასახლის რეკონსტრუქცია 2015 წელს დაიწყო. სამუშაოებში, რომელსაც შპს „ტაო-ტბელი“ ახორციელებდა, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  ის სრულად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.


ფოტო: გუჯა ხუბუტია

ამავე თემაზე :

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება



Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ჭაქვინჯში იმყოფებოდა, დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო:
კორონავირუსი
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 198 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს,
ფოთში რეფერალური საავადმყოფო, უკვე მესამე დღეა, covid მიმღებ კლინიკად გადაკეთდა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
დღის სიახლეები
22 / სექტემბერი 2020
სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში, გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
22 / სექტემბერი 2020
სოხუმში მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 198 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს,
22 / სექტემბერი 2020
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.