„ეს არის ახალგაზრდების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების აღჭურვას შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, რომ იყვნენ გათვითცნობიერებულები მნიშვნელოვან საკითხებზე და თვითმმართველობამდე მიიტანონ ისინი“, - თქვა გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის მენეჯერმა მარიამ ბანძელაძემ. 
ფორუმზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
„ერთ-ერთი გზა, რითაც შევძლებთ, რომ გავააქტიუროთ და ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდები, არის გეგმის შემუშავება. სწორედ ამას ემსახურება დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია, რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა ჩართულობის გასაძლიერებლად,“ - თქვა ექსეპრტმა ახალგაზრულ საკითხებში ნინა გოგოლაძემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა დავით შამათავამ კვლევის ,,ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების მოკვლევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია წარადგინა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართთულობა, გაძლიერება და განვითარება მათი ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია და მუნიციპალიტეტი ამაზე აქტიურად მუშაობს.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები