მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - საჯარო დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
16:58 / 19.12.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კვლევის „მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“
შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გაიმართა. აღნიშნული კვლევა ასოციაცია „ათინათმა“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მოქალაქეთა ძალისხმევა საერთო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, ჩაატარა. მისი მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც პროექტის კოორდინატორმა მაკა გოგოხიამ აღნიშნა, ჩატარებული ფოკუს-ჯგუფის ანალიზმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია აქვს და ხშირად ისინი არც კი იცნობენ თავიანთ მაჟორიტარ დეპუტატს. გოგოხიას თქმით, გამოკითხულთა ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობაში საკუთარ თავსაც ადანაშაულებს, რაც მოქალაქეების ინერტულობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო ენდობა, ვიდრე ადგილობრივ ხელისუფლებას. „კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აქტიურმა მოქალაქეებმაც კი არ იციან მთავრობის ანგარიშების მექანიზმების შესახებ. მხოლოდ მცირე ნაწილმა გაიგო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კვარტალურად წარადგენს ანგარიშებს და არა წელიწადში ერთხელ. ანგარიშგებაც ვიწრო წრეში ხდება და მოსახლეობა მასიურად არაა ჩართული. მოსახლეობაში არ ვრცელდება წარმატების მაგალითები. ასევე, არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ. მნიშვნელოვან ნაწილს არ ააქვს ინფორმაცია პეტიციებზე. ამასთან, მოსახლეობამ არ იცის საბიუჯეტო პროცესში ჩართვა, არ აქვთ ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ“, - თქვა გოგოხიამ.
როგორც შეხვედრაზე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, საკრებულო და მერია ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და უფრო მეტია გასაკეთებელი. „კვლევამ გვაჩვენა, რომ გვაქვს გარკვეული გამოწვევები და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია, რომელიც იქნება ინტერაქტიული, როგორც ინფორმაციის თვალსაზრისით, ასევე მათგან პრობლემების იდენტიფიცირებით. ამაში კი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ეს პროექტი, რომელიც დღეს წარმოადგინა "ათინათმა" და NDI-იმ. მაჟორიტარები, რა თქმა უნდა არიან, აქტიურები, თუმცა აუცილებელია მათი აღჭურვა ყველა იმ ლეგიტიმაციით, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერით, რათა პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ უნდა გააჩნდეთ იმის საშუალება, რომ ოპერატიულად მოაგვარონ ის. ამ შემთხვევაში მოიხსნება ის სტერეოტიპი, რაც მოსახლეობას აქვს, რომ მათი ჩართულობის მიუხედავად პრობლემები არ იქნება ჩვენს სამოქმედო გეგმაში ასახული“, - ამბობს მამუკა წოწერია.
რამდენიმე მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელიც საჯარო დისკუსიას ესწრებოდა, აღნიშნა რომ კომუნიკაციის ნაკლებობა არის, თუმცა ეს გარკვეულწილად მოსახლეობის დამსახურებაც არის.
„მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ, დეპუტატები ყველა არასამთავრობოს შეხვედრას ვესწრებით და ვცდილობთ ის პროგრამები, რაც იქნება შემოთავაზებული მოვარგოთ მოსახლეობას. ისინი ჩართულები არიან და იღებენ იმ სარგებელს, რაც აქვს მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა სოფელ ხურჩის მაჟორიტარმა ირუზა კაკავამ. შეხვედრაზე მყოფმა საზოგადობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ მათ შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ესწრება და სხვებს ურჩიეს, რომ მაგალითი მათგან აიღონ.
„ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ საზოგადოების მოტივაცია და ჩართულობა, რომ გადაილახოს ეს ნიჰილიზმი. გამოიყენეთ ის რესურსი, რაც აქვს სამოქალაქო სექტორს. მიეცით თქვენს მოქალქეებს შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ეს სასიკეთო რესურსი, რათა გაიუმჯობესონ თავიანთი პირობები“, - თქვა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები