ზუგდიდში, 30 დეკემბერს სკეიტპარკის ტერიტორიაზე  საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, სადაც მონაწილეობას რეგიონის მეწარმეები მიიღებენ. აქ წარმოდგენილი იქნება: საახალწლო სუვენირები და აქსესუარები, საკონდიტრო
ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები. 
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საახალწლო ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ინიციატივით და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან: 
რეგიონის მუნიციპალიტეტების მერია; 
USAID პროექტი ზრდა საქართველოში;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;			
 
			
მასალის გამოყენების პირობები