ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში უფროსმა და მოადგილემ თანამდებობები გაცვალეს
ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა ცენტრში საკადრო ცვლილებებია. ცენტრის დირექტორი დავით კვაშილავა ახლა მოადგილის პოსტს იკავებს, მისი ყოფილი მოადგილე   გოჩა ჩიქოვანი კი დირექტორი გახდა.  როგორც კვაშილავამ რადიო „ათინათს“  უთხრა, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ეს  მისი სურვილი იყო.

„პირადი განცხადების საფუძველზე წავედი დირექტორის თანამდებობიდან, ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს. ახლა ცენტრის დირექტორი გოჩა ჩიქოვანია, ის ადრე ჩემი მოადგილე იყო, ხოლო მისი ადგილი მე დავიკავე. წლებია, ერთად ვმუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ერთად საქმის კეთებას. ბევრი გეგმა მაქვს, რომელსაც დირექტორობის პერიოდში ვერ ვახორციელებდი, თუმცა ახლა მექნება ამის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კვაშილავამ.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ააიპ-ის დირექტორს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, ხოლო კვაშილავას თხოვნის საფუძველზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ ის ხელმძღვანელ პოზიციაზე არ დანიშნა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.