ახალი ამბები
გათავისუფლების მოთხოვნით თენგიზ ქობალიას მეგობრები თავდებში უდგებიან
ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას მიმართ სოლიდარობის გამოსახატად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ლევან ბეჭვაიამ პოსტი გამოაქვეყნა. ის ქობალიას მეგობრებს, კოლეგებსა და სხვა ზუგდიდელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ბეჭვაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს. მისივე თქმით, მიმართვას იურიდიულ ფორმას ადვოკატი მისცემს და სასამართლოზე წარადგენს.

„ჩვენ მივმართავთ სასამართლოს თხოვნით, რომ გაითვალისწინონ მისი პიროვნული თვისებები, მისი ღირსებები. არ შეიძლება, თენგოსნაირი ადამიანი ასეთი აბსურდული ბრალდებით იჯდეს ციხეში. ეს არის ადამიანური თანადგომა და ჩვენი მკაცრი პოზიცია. გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგება თავდებში მას და იმედი გვაქვს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს“, - გვითხრა ბეჭვაიამ.

რადიო „ათინათი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


სოლიდარობა თენგოს!!!

ზუგდიდელებო, მეგობრებო, თენგოს კოლეგებო, ნაცნობებო, ადამიანებო-ვისაც გჯერათ, გიყვართ და გულშემატკივრობთ თენგოს!

ჩვენი-თენგოს მეგობრების ინიციატივას, მიგვემართა სასამართლოსთვის და ჩავდგომოდით თავდებში პატიოსან და ღირსეულ ზუგდიდელს, იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა, რომ ჩვენ,თენთოს მეგობრები მოგმართავთ,აქვე დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა!

თენგო საუკეთესო პიროვნებაა,გამორჩეული თავისი ადამიანური თვისებებით.ღვთისნიერი,კეთილშობილი,სამართლიანი!საკუთარი ქალაქისა და ქვეყნისთვის თავდადებული!საიმედო ნებისმიერი ზუგდიდელისთვის!საქმის ერთგული და უღალატო მეგობარი!

იმ მოცემულობაში,რომელშიც აღმოჩნდა პროფესიონალი საჯარო მოხელე,შესაძლებელია ნებისმიერი მისი კოლეგა აღმოჩნდეს!სოლიდარობის გამოხატვით დაიცავით საკუთარი უფლებებიც!

ღირსეულ პიროვნებას შეუფერებელი ფორმით დაკავების დროსაც კი,რამაც გული ატკინა და გააოგნა მთელი ქალაქი ,ღირსეულად ეჭირა თავი!
დარწმუნებულები ვართ ,რომ ეს მდგომარეობა და გაუგებრობა გაირკვევა ძალიან მალე.იმედი გვაქვს გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების და დამოუკიდებელი სასამართლოსი!

ხალხის სიყვარული გადაწონის ყველანაირ უსამართლობას!", - არნიშნულია ტექსტში.

მომდევნო სასამართლო სხდომა ქობალიას საქმეზე თბილისში 4 თებერვალს გაიმართება.

თენგიზ ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.

ამავე თემაზე:

თენგიზ ქობალიასა და მასთან ერთად დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.