ახალი ამბები
ბარამიას ქუჩაზე გაზის გაჟონვის შემდეგ ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ (ფოტო)
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები გაზის მილებს ამოწმებენ. კომპანიის წარმომადგენლები შემოწმებებს მას შემდეგ აწარმოებენ, რაც ერთ-ერთი კორპუსიდან  გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინება მიიღეს. ბარამიას ქუჩაზე მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ბუნებრივი აირის სუნი ღამის 12 საათზე იგრძნეს და ცხელ ხაზზე დარეკეს. 
alt
„ჩემს და კიდევ რამდენიმე მეზობლის ოთახში ყოფილა გაჟონვა. სუნი როგორც კი ვიგრძენი, ეგრევე დავრეკეთ. 20 წუთში მოვიდნენ. მთლიანად გადაკეტეს გაზი. იყვნენ ჩემთან სახლში შემოსული და გააკეთეს. გვითხრეს, როგორ შეგვემოწმებინა და თუ სუნს იგრძნობთ, დაგვირეკეთო“, - გვითხრა იზოლდა თარბაიამ.
alt
ადგილზე მყოფმა სპეციალისტებმა რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ რამდენიმე ბინაში გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, თუმცა საავარიო ჯგუფის მიერ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.

„ორი დღის წინ შემოვიდა  შეტყობინება აბონენტის მხრიდან. ეს იყო ღამის საათებში და აბონენტის უსაფრთხოების მიზნით, ორივე კორპუსს გაეთიშა გაზი. იყო მცირე გაჟონვა რამდენიმე აბონენტთან, რომელიც საავარიო ჯგუფის მიერ უკვე  აღმოფხვრილია“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი მიქაძე.
alt
მისივე ინფორმაციით, გარდა სადარბაზოებისა, ისინი საცხოვრებელ სახლებსაც სპეციალური აპარატით და ემულსიის ქაფით ამოწმებენ. მიქაძის განმარტებით, ადგილზე სპეციალისტები უკვე, მეორე დღეა, მუშაობენ და ოჯახებს ინდივიდუალურად ამოწმებენ.  

„შევდივართ ბინებში და ვამოწმებთ, თუ როგორ აქვთ შეყვანილი შიგნით ბუნებრივი აირი, ხშირ შემთხვევაში მილები კუსტარულად არის შეერთებული გამათბობელთან, რაც შემდგომ იწვევს გაჟონვას. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახდენთ რეაგირებას და ვაძლევთ ასევე რეკომენდაციებს, რომ თვითნებურად არ დაამონტაჟონ არანაირი მოწყობილობა. 380 აბონენტიდან 150-მდე  ბინა დაკეტილია. ბინა, რომელიც დაკეტილია და ვერ გავდივართ მეპატრონესთან კონტაქტზე, ვუთიშავთ გაზს და მისი აღდგენა მხოლოდ შემოწმების შემდეგ მოხდება“, - თქვა მან.
alt
16 იანვარს თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ „სოკარში“ გამოძახებებმა იმატა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კომპანიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, გამოძახებაზე გასული ჯგუფები ყველაფერს ამოწმებენ, თუმცა, ჯერჯერობით, მათი თქმით, ხარვეზი ან რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა. 





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.