რეგიონი
ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანამდებობის პირების გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი და თანმდებობიდან გათავისუფლებული გამგებლები, რომელთა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, მათივე ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ მერიას დაავალა, გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვენ. მათ ამის შესახებ ბრიფინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში გამართეს. გარდა ამისა, ყოფილი საჯარო მოხელეები მოითხოვენ, რომ იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები, რომელთაც ისინი თავის დროზე შეაფასეს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ და მათი საკითხი საჯარო სამსახურის ბიურომ შეისწავლოს.

„ჩემი უფლებები სრულად მაშინ აღდგება, როცა დავუბრუნდები იმ თანამდებობას, რომელიც მეკავა. ვითხოვ ჩემს თანამდებობაზე აღდგენას და ჩემი ადგილმონაცვლე პირის გათავისუფლებას. ასევე, კომისიის იმ წევრების საქმის შესწავლას, ვინც მიიღო უგუნური და სასამართლოს დასკვნით, არასწორი გადაწყვეტილება. ეს იყო პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული ქმედება, რითაც ამ ადამიანებმა ქალაქს და ადგილობრივებს ნახევარ მილიონზე მეტი ზარალი მიაყენეს. ამასთან, მივმართავ პრემიერს, რომ სანამ კიდევ მეტი ზიანი არ მიუყენებიათ, გადააყენონთ თანამდებობებიდან ეს პირები. საუბარია მაიზერ ნანავაზე, მამუკა წოწერიაზე, ნატა პაპასკირზე, ბაკურ კვეტენაძეზე“, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია ღურწკაიამ, რომელსაც მერიამ ორი წლის განაცდური აუნაზღაურა.

მათ გარდა დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ ყოფილმა თანამშრომელმა ზეინაბ მორგოშიამაც, რომლის აღდგენაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცენტრს დაავალა. გადაწყვეტილება დირექტორმა მადონა მაქაცარიამ ქუთაისის სააპელაციოში გაასაჩივრა, საბოლოოდ კი უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა, თუმცა, მორგოშიას ინფორმაციით, საქმე ისევ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დააბრუნეს. 

„ვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ ერთ კვირაში ამინაზღაურდეს განაცდური და აღმადგინონ სამსახურში, ასევე, მაქაცარია, რომელსაც დაუდგინდა ჩემ მიმართ დისკრიმინაციის ნიშნები, გათავისუფლდეს თანამდებობიდან. სხვა შემთხვევაში, ჩემს შვილებთან ერთად ფეხით ჩავალ ზუგდიდიდან თბილისში და ევროკავშირის წარმომადგენლებს გავაცნობ ჩვენი ოჯახისა და ბავშვების უფლებების დარღვევის შესახებ, რადგან მე ვიყავი ოჯახში ერთადერთი მარჩენალი“, - აღნიშნა მორგოშიამ.

აღნიშნულ საკითხზე მადონა მაქაცარიას კომენტარის გაკეთება არ სურს.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არც მუდმივმოქმედი საატესტაციო კომისია და არც ატესტაცია არსებობს, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ატესტაციის ნაწილში თავიდან შეფასდეს, ვერ აღსრულდება. მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ირაკლი ამანათიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მაია ღურწკაია საჯარო მოხელეთა რეზერვშია.
alt
„მისი ადგილმონაცვლე არის კონკურსის წესით შერჩეული პროფესიული საჯარო მოხელე, შესაბამისად, მას ვერ გავათავისუფლებთ. თუ ვინმე თვლის, რომ კომისიის რომელიმე წევრის მიმართ არის კითხვის ნიშნები ან რამე ბრალეულობა, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. ეს იყო კოლეგიალური გადაწყვეტილება, რომლითაც კომისიის წევრებმა მაშინდელ გამგებელს მიმართეს“, - განმარტა ამანათიძემ.

რაც შეეხება დანარჩენ რვა პირს, ამანათიძე ამბობს, რომ მათ შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მერიაში შესულია და უახლოეს სხდომაზე საკითხი გადაწყდება.

ამავე თემაზე:

სასამართლომ ზუგდიდის ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა(ვიდეო)

ზუგდიდის მერიას 2016 წელს გათავისუფლებული 8 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა

გამგეობის პრესსამსახურის ყოფილ უფროსს მერია 36 ათას ლარამდე განაცდურს აუნაზღაურებს 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.