კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ხელშეწყობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
14:42 / 04.02.2019
სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში
მულტისექტორული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი კანონთან კონფლიქტში პირების რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ადგილობრივ მედიაში ინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
„დღევანდელი შეხვედრა გულისხმობდა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად დაბრუნებას. ასევე ვიმსჯელეთ იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, რომელიც პრობაციონერების და ყოფილი მსჯავრდადებულების წინაშე დგას. მათი მთავრი პრობლემა დღეს დასაქმება და შესაბამისი განათლების მიღებაა“, -აღნიშნა სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერები დაესწრნენ.
შეხვედრაზე გაწეული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციაც წარადგინეს.
აღნიშნული შეხვედრა პროექტის „უკეთესი მომავალი იწყება დღეს“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი" სამოქალაქო განვითარების სააგენტოს „სიდა“-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები