ახალი ამბები
ქობალიას მხარდამჭერებმა სოლიდარობის პეტიციაზე ხელი საჯაროდ მოაწერეს
ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის თენგიზ ქობალიას მხარდამჭრებმა პეტიციას, რომლითაც ქობალიას მხარდაჭერას უცხადებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, ხელი საჯაროდ მოაწერეს. მერიის წინ თენგო ქობალიას მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლა გირაოთი.

აქციის მონაწილეებისთვის მისი დაკავების ფორმა მიუღებელია და ამბობენ, რომ გამოძიებას ხელი წინასწარი პატიმრობიდან ქობალიას გათავისუფლებით არ შეეშლებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქობალიას ოჯახმა და მხარდამჭრებმა ზუგდიდში, აქციით გააპროტესტეს.

ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.