ახალი ამბები
ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს სავარაუდო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იგეგმება
შაბათს, 16 თებერვალს სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე  120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მოქალაქე მერაბ ოკუჯავამ უთხრა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის მქონე ზუგდიდელები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან  შეხვედრას ნოემბრიდან უშედეგოდ ითხოვენ.

„რამდენჯერ მოვითხოვეთ შეხვედრა ხელისუფების წარმომადგენლებთან და ამ საკითხის განხილვა, თუმცა უშედეგოდ. სხვა გზა არ არის - უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ ჩვენი აზრი, თორემ ამ ტერიტორიას ისე გაყიდიან არავის არ კითხავენ. ეს იქნება მშვიდობიანი და აპოლიტიკური აქცია.  ზუგდიდი Times-ის ჯგუფში გვქონდა გამოკითხვა, რომელშიც 200-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველა წინააღმდეგია იქ სასტუმროს აშენების“, - თქვა მან.

ოკუჯავა ამბობს, რომ სკეიტ პარკი რეკრეაციული ზონაა და ის სხვა კუთხით უნდა განვითარდეს.

„ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყინულის სასახლე გადასატანია, თუმცა მის ნაცვლად სხვა სიმახინჯის აშენებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ეს ტერიტორია სხვა კუთხით უნდა განვითარდეს, დარგონ ხეები და სხვანაირად გაალამაზონ“, - ამბობს ოკუჯავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო განხილვის მზაობა გამოითქვა. რაც შეეხება დისკუსიის ჩატარების დროს და ადგილს სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის მალე გახდება ცნობილი.

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე  25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება  საერთაშორისო  ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.

ამავე თემაზე:

რას ფიქრობენ ზუგდიდელები ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობაზე (ვიდეო)

ზუგდიდში ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.