ახალი ამბები
არქეოლოგი: მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი და ახალაშენებული სასტუმრო ერთმანეთს შეავსებს
არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა  ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარედ ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში ამ საკითხის განხილვას ესწრებოდა და სასტუმროს მაკეტიც ნახა. პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი და ახალაშენებული სასტუმრო ერთმანეთს შეავსებს.

„ბოტანიკურ ბაღში რეაბილიტაციის პროცესში ბევრი ისეთი რაღაც გახდა ცნობილი. არ ვიცოდით, საიდან შემოდიოდა ბაღში სასმელი წყალი, ეს დავადგინეთ. აქამდე არ ვიცოდი, სად იყო ჯვარედინი სასახლე. ორსართულიანი შენობა, რომელიც აქამდე საჯინიბო გვეგონა, სულაც არ ყოფილა საჯინიბო და აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა ორანჟერეა. აქ შეიძლება მოეწყოს საკონფერენციო დარბაზი. ეს სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი შეიძლება ერთმანეთის შემავსებელი აღმოჩნდეს. მე მქონდა კონფერენციაზე საშუალება მენახა ეს მაკეტი მწვანე ბორცვაკებში ჩაფლული, მიმზიდველ გარემოს ქმნიდა. დანარჩენ საკითხებში გარკვეული არ ვარ და ვერაფერს მოგახსენებთ“, - აღნიშნა მან.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მოქალაქეები დაინტერესდნენ, სასტუმროს აშენების შესახებ საჯარო დისკუსიის გამართვა იგეგმებოდა თუ არა. ისინი ამ საკითხის გადაწყვეტამდე, პროექტის შესახებ საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.

„თავდაპირველად საუბარი იყო 3500 კვ. მეტრზე  და აღმოჩდა, რომ ჰექტარზე მეტი ტერიტორია სჭირდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი შიშები, საერთო სარგებლობით იქნებაო ამბობთ, მაგრამ ეს მეეჭვება. ვიცით, რას ნიშნავს სასტუმროს ეზო და ისიც, რომ იქ ტურისტი არ შევა, თუ ეზო საერთო სარგებლობის იქნება. მოდით, გავაგებინოთ ზუგდიდელებს, რა ტერიტორიაც მიაქვს ამ სასტუმროს და ვკითხოთ მოსახლეობას უნდათ თუ არა“, - აღნიშნა მარიკა თოდუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, ინვესტორი სასტუმროს გარეთ უფრო მოაწყობს რეკრეაციულ ზონას, ვიდრე ეს ახლა არის.

„საუბარია, რომ ეს არის სარეკრეაციო ზონა. ვინ მიანიჭა ეს სტატუსი და არის თუ არა ბეტონით დაფარული ხრიოკი სარეკრეაციო ზონა. ეს იქნება საზოგადოებრივი სარგებლობის და არ იქნება დახურული არავისთვის“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მოქალაქეთა ნაწილი ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს აშენების წინააღმდეგია. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ყინულის სასახლე მწვანე ლენტით გუშინ შემოღობეს.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მოეწყო.

ამავე თემაზე:
მოქალაქეებმა ზუგდიდის ყინულის სასახლის შენობა პროტესტის ნიშნად მწვანე ლენტით შემოღობეს (ვიდეო)

უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა ზუგდიდში (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.